შეკითხვა #708
-
1931 წლის 23 ივნისს უაილი პოსტი და ჰაროლდ გატი გაემართნენ იმ დროისათვის ერთობ სახიფათო საჰაერო მოგზაურობაში და ამავე წლის 1 ივლისს შინ მშვიდობით დაბრუნდნენ. შემდგომში მათ გამოსცეს წიგნი, სადაც დეტალურად აღწერეს მათი მოგზაურობა. ავტორებს წიგნის სათაურის შესარჩევად ბევრი არ უფიქრიათ, მათ აიღეს 1873 წელს დაწერილი წიგნის ინგლისური თარგმანი, მის სახელწოდებაში წაშალეს ერთი ასო და შედეგად რაც მიიღეს, ასე უწოდეს წიგნს. არ გეკითხებით თუ რა დაარქვეს მათ საკუთარ წიგნს, დამისახელეთ ინგლისური ანბანის ასო რომელიც წაშალეს მათ ხსენებული წიგნის ინგლისური თარგმანის სათაურში.
პასუხი: Y კომენტარი: მათ რვა დღეში – 23 ივნისადან 1 ივლისამდე - შემოუარეს დედამიწას, წიგნსაც ასევე ერქვა: “Around the World in Eight Days”, რომელიც ერთი ასოთი განსხვავდება ჟიულ ვერნის რომანის ინგლისური თარგმანის სათაურისაგან: “Around the World in Eighty Days” წყარო: en.wikipedia.org/wiki/Wiley_Post პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/708 გაზიარება:პასუხი