შეკითხვა #709
-
როგორც მოგეხსენებათ, ომოგრაფები წარმოადგენენ სიტყვებს, რომლებსაც ერთნაირი დაწერილობა აქვთ, შინაარსი კი – განსხვავებული. ასე მაგალითად, იტალიურ ენაში ევროპული ქალაქის სახელწოდება, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორეა საკუთარ ქვეყანაში, წარმოადგენს ლეგენდარული პიროვნების მეუღლის სახელის ომოგრაფს. დამისახელეთ ქალაქიც და კითხვაში ხსენებული ქალბატონის სახელიც.
პასუხი: ჟენევა და გვინევერი კომენტარი: იტალიურ ენაში ორივე Gინევრა-ა. გვინევერი – მეფე არტურის მეუღლეა წყარო: it.wikipedia.org/wiki/Ginevra პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/709 გაზიარება:პასუხი