შეკითხვა #714
-
თავდაპირველად ეს ლათინური სიტყვა შუა საუკუნეებში ასტროლოგებმა გამოიყენეს. მათ პროფესიულ ლექსიკაში ის აღნიშნავდა ზებუნებრივ აირისებურ უხილავ მასას, რომელსაც ასხივებენ ვარსკვლავები და რომლის საშუალებითაც ციური სხეულები გავლენას ახდენენ ადამიანების ბედ-იღბალზე. შემდგომში ამ სიტყვამ შეაღწია ევროპულ ენებში და დღესდღეობით მისი იტალიური ნაირსახეობით მოიხსენიება ის, რაც შეკითხვის ავტორს არაერთხელ შეხვედრია და დამართნია, თავად ამ სიტყვის ბუკვალური მნიშვნელობა კი – უკვე ხსენებული იქნა კითხვის დასმის დროს. დამისახელეთ ამ სიტყვის ეს იტალიური ნაირსახეობა.
პასუხი: ინფლუენცა კომენტარი: ინფლუენცა იგივე გრიპია, რომელიც შეიძლება შეხვდეს ან დაემართოს ადამიანს. ინფლუენცა – ზემოქმედებას ნიშნავს იტალიურადაც და მის ლათინურ ფუძეშიც წყარო: Word Origins, John Ayto, A & C Black, London, 2005, p.286 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/714 გაზიარება:პასუხი