შეკითხვა #715
-
ამ ნივთიერების დუღილის ტემპერატურაა დაახლოებით მინუს 269 გრადუსი ცელსიუსით. ის დედამიწაზე თავდაპირველად აღმოაჩინეს შემდეგი მინერალების შემადგენლობაში, როგორებიცაა: სამარსკიტი, ფერგუსონიტი, კოლუმბიტი, მონაციტი, ურანინიტი, თორიანიტი და კლავეიტი. საბოლოოდ დადგინდა, რომ ის გვხვდება უმთავრესად იმ მინერალებში, რომლებიც შეიცავენ რადიოაქტიურ ქიმიურ ელემენტებს ურანს და თორიუმს. საქმე იმაშია, რომ ურანის და თორიუმის მიერ გამოსხივებული ნაწილაკები იერთებენ თავისუფალ ელექტრონებს და ამგვარად წარმოქმნიან ზემოხსენებულ ნივთიერებას. დამისახელეთ ამ ნივთიერების სახელწოდება.
პასუხი: ჰელიუმი კომენტარი: ურანი და თორიუმი ასხივებენ ალფა-ნაწილაკებს, რომლებიც სხვა არაფერია თუ არა ჰელიუმის ბირთვები, ალფა-ნაწილაკები იერთებენ ელექტრონებს და ჰელიუმად იქცევიან წყარო: პ. რტაუბე, ე. რუდენკო”წყალბადიდან ნობელიუმდე”, მოსკოვი, გვ. 53 (რუსულ ენაზე) პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/715 გაზიარება:პასუხი