შეკითხვა #716
-
1935 წელს თომას სტერნზ ელიოტმა შუა საუკუნეებში მომხდარი რეალური ამბების საფუძველზე დაწერა პოეტური დრამა "მკვლელობა საკათედრო ტაძარში”, სადაც მან ხატოვნად აღწერა პიროვნებისა და ავტორიტეტის დაპირისპირება. ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება ქალაქში, რომელიც თავის მხრივ ფიგურირებს 1972 წელს შექმნილი ფილმის სათაურში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ფილმის რეჟისორი.
პასუხი: პიერ პაოლო პაზოლინი კომენტარი: ელიოტის პიესა ეხება თომას ბეკეტის და ჰენრიხ II-ის დაპირისპირებას. თომას ბეკეტი იყო კენტერბერის არქიეპისკოპოსი და აუმხედრდა მეფეს, საბოლოოდ იგი მოკლულ იქნა კენტერბერის საკათედრო ტაძარში. “კენტერბერიული მოთხრობები”, ჯეფრი ჩოსერის ნაწარმოების ეკრანიზაცია 1972 წელს გადაიღო პიერ-პაოლო პაზოლინიმ წყარო: en.wikipedia.org/wiki/Murder_in_the_Cathedral პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/716 გაზიარება:პასუხი