შეკითხვა #719
-
ყველას გაგიგიათ კუნძული თაბორი, იგივე მარია–ტერეზას რიფი, რომელმაც საყოველთაოდ გაითქვა სახელი ჟიულ ვერნის რომანების „კაპიტან გრანტის შვილების“ და „საიდუმლო კუნძულის“ წყალობით. მეოცე საუკუნის 70–იან წლებამდე იგი გამოისახებოდა მსოფლიოს რუქებზე კოორდინატებით: სამხრეთ განედის 37°00′ და დასავლეთ გრძედის 151°13′.
რატომ გაქრა მსოფლიოს რუქების უმეტესობიდან აღნიშნული კუნძული მეოცე საუკუნის 70–იანი წლების შემდეგ?პასუხი: დადგინდა, რომ კუნძული თაბორი არც არასდროს არსებობდა. კომენტარი: მიიღება ნებისმიერი პასუხი მსგავსი შინაარსით. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Мария-Тереза(риф) პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - VI ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/719 გაზიარება:პასუხი