თბილისის 36-ე ჩემპიონატი
VI ტური
სუპერ ლიგა
11 მაისი, 2008
-
შეკითხვა #718 © თემურ დანელია
მინესოტა გახდა აშშ–ს 32–ე შტატი, დაიბადა სალვადორ დალი, ალბერტ აინშტაინმა ფართო საზოგადოებას წარუდგინა ალბათობის თეორია, ინდოეთში დაიბადა ამ სახელმწიფოს მემილიარდე მოქალაქე. მაქსიმალური შესაძლო სიზუსტით დაასახელეთ თუ რა აკავშირებს ამ მოვლენებს ერთმანეთთან.
პასუხი: 11 მაისი კომენტარი: სწორედ ამ თვეს და რიცხვში მოხდა ყველა ეს მოვლენა. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/11мая ბმული: http://moazrovne.net/q/718პასუხი -
შეკითხვა #719 © თემურ დანელია
ყველას გაგიგიათ კუნძული თაბორი, იგივე მარია–ტერეზას რიფი, რომელმაც საყოველთაოდ გაითქვა სახელი ჟიულ ვერნის რომანების „კაპიტან გრანტის შვილების“ და „საიდუმლო კუნძულის“ წყალობით. მეოცე საუკუნის 70–იან წლებამდე იგი გამოისახებოდა მსოფლიოს რუქებზე კოორდინატებით: სამხრეთ განედის 37°00′ და დასავლეთ გრძედის 151°13′.
რატომ გაქრა მსოფლიოს რუქების უმეტესობიდან აღნიშნული კუნძული მეოცე საუკუნის 70–იანი წლების შემდეგ?პასუხი: დადგინდა, რომ კუნძული თაბორი არც არასდროს არსებობდა. კომენტარი: მიიღება ნებისმიერი პასუხი მსგავსი შინაარსით. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Мария-Тереза(риф) ბმული: http://moazrovne.net/q/719პასუხი -
შეკითხვა #720 © თემურ დანელია
ჩედ ჰააჰეო როუენი დაიბადა 1969 წლის 8 მაისს უაიმანალოში, ჰავაის შტატში. ბავშვობიდან იგი გამოირჩეოდა სიმაღლით და კალათბურთის თამაშს მიჰყო ხელი. უნივერსიტეტ „პასიფიკის“ გუნდში ერთი წელი ითამაშა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. 1987 წელს ჩედმა დატოვა უნივერსიტეტი „პასიფიკი“ და ტოკიოში გადავიდა სასწავლებლად.
რა ტიტული მოიპოვა 1993 წლის 27 იანვარს ჩედმა და გახდა პირველი?პასუხი: იოკოძუნა კომენტარი: აკებონო, პირველი არაიაპონელი იოკოძუნა წყარო: en.wikipedia.org/wiki/Akebono_Tarō ბმული: http://moazrovne.net/q/720პასუხი -
შეკითხვა #721 © თემურ დანელია
რუსულენოვანი ვიკიპედიის პორტალს – რელიგია, გააჩნია შვილობილი (Дочерние) პორტალები. ესენია: ქრისტიანობა, ბიბლია, იუდაიზმი, ისლამი, ბაჰაი, ბუდიზმი, ინდუიზმი, დაოსიზმი, ზოროასტრიზმი, მითოლოგია და კიდევ ერთი, რომელიც ასევე ინგლისურენოვანი პორტალ რელიგიის დაკავშირებულ (Related) პორტალს წარმოადგენს. მაგრამ რუსულენოვანისგან განსხვავებული, ჩემი აზრით უფრო ობიექტური თანამიმდევრობის გამო, მეორე ნომრადაა წარმოდგენილი ანგლიკანიზმის შემდეგ.
დაასახელეთ რუსულენოვანი ვიკიპედიის პორტალ რელიგიის შვილობილი პორტალი, რომელიც ჩამონათვალში ბოლოშია მოქცეული.პასუხი -
შეკითხვა #722 © თემურ დანელია
ერთ–ერთ ქართულ ფორუმზე არსებობს თემა „ქართული ენის საოცრებები, ამოირჩიეთ :)“. თემა გამოკითხვიანია. გამოკითხვაში ასარჩევად მოცემულია რამდენიმე „საოცრება“. მაგალითად, გვბრდღვნის (ყველაზე ბევრი თანმიმდევრული თანხმოვანი), მიჭმიე (ოთხპირიანი: მე შენ იმას ის), მკაა (ყველაზე მოკლე წინადადება), გენაცვალე (მიმართვა-ალერსი-დამოკიდებულების გამოხატვა), აი ია (5 უნიკალური მახასიათებელის მქონე წინადადება: მარტივი, მარტივი ბავშვებისთვის, მხოლოდ ხმოვნები, მშვიდობიანი მენტალიტეტის მქონე, სიმეტრიულ სიტყვიანი) და ა.შ.
დასახელეთ გამოკითხვაში დაფიქსირებული სიტყვა, რომელსაც ფრჩხილებში დართული აქვს შემდეგი კომენტარი „ყველაზე მეტი ხმოვანია თანმიმდევრობით“. სიტყვაში თანმიმდევრობით ოთხი ხმოვნიდან, სამი იდენტურია.პასუხი: გააუარესა კომენტარი: ჩაითვალა პასუხი გააიაფა წყარო: forum.ge/?showtopic=33788831 ბმული: http://moazrovne.net/q/722პასუხი -
შეკითხვა #723 © თემურ დანელია
ალბათ ყველას გაგიგიათ მერფის კანონი – „თუკი უსიამოვნება შეიძლება მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება.“ საიტზე http://murphy-law.net.ru წავაწყდი ამ კანონის გამომდინარეობებს, გავრცობებს, კომენტარებს, პარადოქსებს და ა.შ. ჩაიწერეთ ბელენსის ფარდობითობის კანონი: „წუთის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ [გამოტოვებულია სიტყვა] კარის რომელ მხარეს იმყოფებით“.
მოიკირიბეთ იუმორი და ლოგიკა და მიხვდით რომელი სიტყვაა გამოტოვებულიპასუხი -
შეკითხვა #724 © თემურ დანელია
მას მრავალი ფუნქცია აკისრია: სიმბოლური, სამკურნალო, დიდაქტიკური, სტატუსის განმსაზღვრელი, გამოიყენება დასათვლელად, შემხსენებლად, რიტმის მისაცემად, კონცენტრაციის შესანარჩუნებლად, როგორც განმასხვავებელი ნიშანი, როგორც იარაღი, როგორც სამკაული.
თუკი მიხვდით რაზეა საუბარი შეკითხვაში, დაასახელეთ წიგნის სათაური, რომელიც ავტორმა მიუძღნა 10 მწერალს. მათ შორის: ედგარ ალან პოს, არტურ კონან დოილს, და უმბერტო ეკოს.პასუხი: ნეფრიტის კრიალოსანი კომენტარი: შეკითხვაში აღწერილია კრიალოსანი, ხოლო ბორი აკუნინმა „ნეფრიტის კრიალოსანი“ მიუძღვნა 10 მწერალს წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Чётки
- ru.wikipedia.org/wiki/Нефритовые чётки
პასუხი -
შეკითხვა #725 © თემურ დანელია
მის გამომგონებლებს ალფრედ ფილდინგს და მარკ ჩავანსს გადაწყვეტილი ჰქონდათ გამოეყენებინათ იგი, როგორც ახალი მასალა შპალერისთვის, რომელიც ადვილად გაიწმინდებოდა. შედეგად კი მიიღეს შესაფუთი მასალა, რომელიც აქტიურად გამოიყენება, როგორც ერთ–ერთი გასართობი და განსაკუთრებით პოპულარულია ოფისებში. ეს გართობა დამაწყნარებლად მოქმედებს ინდივიდზე. „ქრესტა ავარდზის“ («Cresta Awards») მე–12 ფესტივალზე ერთ–ერთი პრიზი მიიღო კალენდარმა „სიამოვნების წელი“, რომლის თითეული თარიღი დატანილი იყო შეკითხვაში აღწერილის თითო ელემენტზე.
შესაძლებლობის ფარგლებში ზუსტად დაასახელეთ ეს ელემენტი.პასუხი: პლასტიკის ბუშტუკი კომენტარი: შეკითხვაში აღწერილია ე.წ. „ბუშტუკებიანი შეფუთვა“ წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Пузырчатаяупаковка ბმული: http://moazrovne.net/q/725პასუხი -
შეკითხვა #726 © თემურ დანელია
ჩაიწერეთ მტკიცებულებების სია:
1. ამ სიაში ერთი არასწორი მტკიცებულებაა.
2. ამ სიაში ორი არასწორი მტკიცებულებაა.
3. ამ სიაში სამი არასწორი მტკიცებულებაა.
4. ამ სიაში ოთხი არასწორი მტკიცებულებაა.
5. ამ სიაში ხუთი არასწორი მტკიცებულებაა.
6. ამ სიაში ექსვსი არასწორი მტკიცებულებაა.
7. ამ სიაში შვიდი არასწორი მტკიცებულებაა.
8. ამ სიაში რვა არასწორი მტკიცებულებაა.
9. ამ სიაში ცხრა არასწორი მტკიცებულებაა.
10. ამ სიაში ათი არასწორი მტკიცებულებაა.
რომელი მტკიცებულებაა სწორი?პასუხი: მე–9. „ამ სიაში ცხრა არასწორი მტკიცებულებაა.“ ბმული: http://moazrovne.net/q/726პასუხი -
შეკითხვა #727 © თემურ დანელია
გიზო ნიშნიანიძე წიგნში „პაემანი ვერაზე“ ამგვარად მოგვითხრობს ამ ადამიანზე (გთავაზობთ ნაწყვეტებს): „ომის დროს მეათე კლასში იყო და უკვე მთელს საქართველოს წვდებოდა მისი ხმა – უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს კითხულობდა [...].“ „მოკვდა და მაშინ ვიცანით, რომ ღმერთი იყო და არა უბრალოდ მისი სეხნია.“
დაასახელეთ აღწერილი პიროვნებს გვარი.პასუხი -
შეკითხვა #728 © თემურ დანელია
არსებობს ვარაუდი, რომ ეს მექანიზმი თვის გამოგონებას უნდა უმადლოდეს 1816 წლის ერთ–ერთ უდიდეს კლიმატურ ანომალიას – „წელს ზაფხულის გარეშე“, რომელიც კატასტროფულად აისახა მოსავალზე, გამოიწვია შიმშილი და შეამცირა ცხენების სულადობა. ბარონმა კარლ ფონ დრეზმა 1817 წლის გამოგონებაზე პატენტის მაშინდელი ანალოგი მიიღო 1818 წელს. მოკლე ხანში დრეზის მანქანამ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ბრიტანეთში სადაც მას „დენდი–ჰორსს“ უწოდებდნენ.
ბარონი ფონ დრეზის რომელ გამოგონებაზეა საუბარი შეკითხვაში?პასუხი -
შეკითხვა #729 © თემურ დანელია
ფრანგებმა მიწა წყალს შეურიეს და ზღვაში ჩყარეს. ინგლისელებმა ხელოვნური „შექსპირის კონცხი“ შექმნეს და ზედ პარკი მოაწყვეს.
საიდან მოიტანეს კონცხის შესაქმნელად საჭირო მიწა ინგლისელებმა?პასუხი -
შეკითხვა #730 © თემურ დანელია
ამ კერძის მოსამზადებელი ერთ–ერთი რეცეპტის ინგრედიენტებია: 1 ც. მცირე ბადრიჯანი, 1 ც. მცირე ხახვი, 1ც. მცირე წითელი წიწაკა, 1ც. მცირე ყვითელი წიწაკა, 30 მლ. ზეითუნის ზეთი, 2 კბილი ნიორი, 225 გ. კონსერვირებული დაჭრილი ტომატი, 15 მლ. ტომატის პიურე, 5 მლ. მშრალი სანელებლები, მარილი. სამშობლოს გარეთ ეს საჭმელი მეტად სახელგანთქმული გახდა 2007 წლიდან.
დაასახელეთ მისი სახელწოდებაპასუხი: რატატუი კომენტარი: 2007 წელს ეკრანებზე გამოჩნდა მულტფილმი „რატატუი“ წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Рататуй
- ru.wikipedia.org/wiki/Рататуй (мультфильм)
პასუხი -
შეკითხვა #731 © თემურ დანელია
ამ დღეს მეცნიერები ყველაზე ხშირად მარტში აღნიშნავენ, მაგრამ მიღებულია მისი სხვა დღეებში აღნიშვნაც, 22 ივლისს, 21 ან 20 დეკემბერს – 1:13 სთ–ზე, და ნოემბერში.
რომელ რიცხვში აღნიშნავენ ამ დღეს ნოემბერში. მიიღება ორივე სწორი პასუხი.პასუხი: 9 ან 10 ნოემბერი კომენტარი: 314–ე – „პი“ რიცხვის დღე წყარო: en.wikipedia.org/wiki/Pi_Day ბმული: http://moazrovne.net/q/731პასუხი -
შეკითხვა #732 © თემურ დანელია
რუსულენოვან საიტზე http://golovolomka.hobby.ru წავაწყდი გამოცანებს სათაურით Бред профессора, სადაც ფრთიანი ფრაზები წარმოდგენილია მეცნიერული ტერმინების, ფორმულების და ა.შ გამოყენებით. მაგალითად: Некоторые последствия остеохондроза успешно компенсируются в процессе ритуального погребения пациента წარმოადგენს ანდაზის Горбатого могила исправит „მეცნიერულ“ ვარიანტს.
რომელი ანდაზა იმალება ფორმულის უკან S = 1/V.პასუხი -
შეკითხვა #733 © თემურ დანელია
გაიკოკუ ნო კატა, გაიკოკუძინ და გაიძინ იაპონურ ენაში უცხოელის აღმნიშვნელი სიტყვებია. თუმცა პრაქტიკაში ამ სიტყვებით მიმართვენ თეთრკანიან და შავკანიან უცხოელებს. აზიელებისთვის ცალკე სიტყვები არსებობს: ტიუგოკუ–ძინ – ჩინელი, კანკოკუ–ძინ – კორეელი, ინდო–ძინ – ინდოელი და ა.შ.
ვის უწოდებენ იაპონელები ნიკეი–ძინ?პასუხი: იაპონელებს, რომლებიც დაიბადნენ ან ცხოვრობენ უცხოეთში. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Гайдзин ბმული: http://moazrovne.net/q/733პასუხი -
შეკითხვა #734 © თემურ დანელია
1958 წელს უილტ ჩემბერლენმა მოულოდნელად განაცხადა, რომ საკალათბურთო–საცირკო ჯგუფში „ჰარლემ გლობ–თროთერსში“ აპირებს კარიერის გაგრძელებას. მალევე ჯგუფი სსრკ–ში გასტროლებზე გაემგზავრა. უილტ ჩემბერლენი იხსენებს სსრკ–ში ყოფნის ერთ ეპიზოდს: „ ეს უსამართლობაა, – ვუთხარი მე, – თქვენ რა მნებდებით? რუსები თანხმობის ნიშნად ძლივს აქნევენ თვს. მე მოვიგე, მოვუგე რუსებს მათ ეროვნულ სპორტის სახეობაში! ბიჭები მხარზე ხელს მირტყამენ და მილოცავენ, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. მე ავდექი და რუსულად მივმართე მათ: სპა–სი–ბო!“
რაში ეჯიბრებოდა ჩემბერლენი მასპინძლებს, თუკი მისი გამარჯვება სპორტულ მიღწევად ნამდვილად ვერ ჩითვლება?პასუხი: არყის სმაში წყარო: 100 знаменитых спортсменов. Изд. «Фолио» 2005 г. ბმული: http://moazrovne.net/q/734პასუხი -
შეკითხვა #735 © თემურ დანელია
გერმანელი მთავრების დინასტია რეის ცნობილია იმით, რომ ნომრავდნენ ოჯახის არა მარტო მმართველ წევრებს, როგორც ეს ევროპის სხვა დინასტიებში იყო მიღებული, არამედ ამ თავადური გვარის ყველა მამაკაცს. ეს თავისებურება შესაძლოა მეორე თავისებურებით იყოს გამოწვეული, რომელიც ასევე ახასიათებდა ამ გვარის მამაკაცებს.
გაიხსენეთ გერმანელი არქეოლოგი, ლირიკული ინტერმეცოს ავტორი, გერმანული პენ–კლუბის ნობელიანტი დირექტორი, გერმანიის პოლიციური ძალების ხელმძღვანელი და მაქსიმალური სიზუსტით დაასახელეთ რეისის მამაკაცების მეორე თავისებურება.პასუხი: ყველას ერქვა ჰაინრიხი წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Рейсс(младшейлинии) ბმული: http://moazrovne.net/q/735პასუხი -
შეკითხვა #736 © თემურ დანელია
პროთაგორამ თავის მოსწავლესთან, ევათლოსთან დადო ამგვარი ხელშეკრულება: ასწავლიდა მას სოფიზმს და თუკი ევათლოსი, სწავლის დასრულების შემდეგ, მოიგებდა თვის პირველ სასამართლო პროცესს, იგი გადაუხდიდა პროთაგორას სწავლების საფასურს, 10 ათას დრაჰმას, ხოლო თუკი წააგებდა არც არაფერს. მაგრამ სწავლების დასრულების შემდეგ ევათლოსმა სულ სხვა საქმეს მოკიდა ხელი და საერთოდ უარი თქვა სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე.
რა მოიმოქმედა პროთაგორამ, რომ გასჩენოდა სწავლების საფასურის მიღების საკმაოდ დიდი შანსი?პასუხი: უჩივლა ევათლოსს კომენტარი: პროთაგორას იმედი ჰქონდა, რომ მიიღებდა ფულს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან ყოფილი მოსწავლისგან ამ უკანასკნელის მიერ საქმის მოგების გამო. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/СофизмЭватла ბმული: http://moazrovne.net/q/736პასუხი -
შეკითხვა #737 © თემურ დანელია
სერგეი ლუკიანენკოს „უკანასკნელ გუშაგში“, მოსკოვი–ლონდონის რეისის თვითმფრინავში მჯდომი ანტონ გოროდეცკი ათვალიერებს ალბათობის ხაზებს და აკეთებს დასკვნას, რომ რბილად დაეშვებიან ჰიტროუში და ედინბურგის რეისზეც არ დააგვიანებენ. ამ დასკვნას წინ უძღვის ანტონის მსჯელობა ფრენის უსაფრთხოებაზე, რომელშიც მოხსენიებული არიან არაბი ტერორისტები და ორი ევროპული ქვეყნის გარკვეული სპეციალობის ადამიანები.
დაასახელეთ ეს ორი ევროპული ქვეყანაპასუხი: შვეიცარია და უკრაინა კომენტარი: ანტონმა მოიხსენია შვეიცარიელი ავიადისპეჩერები და უკრაინელ რაკეტჩიკები, რომლებმა მონაწილეობა მიიღეს „რუსული“ რეისების ჩამოგდებაში ბოლო 10 წლის განმავლობაში. წყარო: С. Лукяненко; «Последный дозор» ბმული: http://moazrovne.net/q/737პასუხი
- პაკეტის კომენტარები: