შეკითხვა #720
-
ჩედ ჰააჰეო როუენი დაიბადა 1969 წლის 8 მაისს უაიმანალოში, ჰავაის შტატში. ბავშვობიდან იგი გამოირჩეოდა სიმაღლით და კალათბურთის თამაშს მიჰყო ხელი. უნივერსიტეტ „პასიფიკის“ გუნდში ერთი წელი ითამაშა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. 1987 წელს ჩედმა დატოვა უნივერსიტეტი „პასიფიკი“ და ტოკიოში გადავიდა სასწავლებლად.
რა ტიტული მოიპოვა 1993 წლის 27 იანვარს ჩედმა და გახდა პირველი?პასუხი: იოკოძუნა კომენტარი: აკებონო, პირველი არაიაპონელი იოკოძუნა წყარო: en.wikipedia.org/wiki/Akebono_Tarō პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - VI ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/720 გაზიარება:პასუხი