შეკითხვა #725
-
მის გამომგონებლებს ალფრედ ფილდინგს და მარკ ჩავანსს გადაწყვეტილი ჰქონდათ გამოეყენებინათ იგი, როგორც ახალი მასალა შპალერისთვის, რომელიც ადვილად გაიწმინდებოდა. შედეგად კი მიიღეს შესაფუთი მასალა, რომელიც აქტიურად გამოიყენება, როგორც ერთ–ერთი გასართობი და განსაკუთრებით პოპულარულია ოფისებში. ეს გართობა დამაწყნარებლად მოქმედებს ინდივიდზე. „ქრესტა ავარდზის“ («Cresta Awards») მე–12 ფესტივალზე ერთ–ერთი პრიზი მიიღო კალენდარმა „სიამოვნების წელი“, რომლის თითეული თარიღი დატანილი იყო შეკითხვაში აღწერილის თითო ელემენტზე.
შესაძლებლობის ფარგლებში ზუსტად დაასახელეთ ეს ელემენტი.პასუხი: პლასტიკის ბუშტუკი კომენტარი: შეკითხვაში აღწერილია ე.წ. „ბუშტუკებიანი შეფუთვა“ წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Пузырчатаяупаковка პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - VI ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/725 გაზიარება:პასუხი