შეკითხვა #728
-
არსებობს ვარაუდი, რომ ეს მექანიზმი თვის გამოგონებას უნდა უმადლოდეს 1816 წლის ერთ–ერთ უდიდეს კლიმატურ ანომალიას – „წელს ზაფხულის გარეშე“, რომელიც კატასტროფულად აისახა მოსავალზე, გამოიწვია შიმშილი და შეამცირა ცხენების სულადობა. ბარონმა კარლ ფონ დრეზმა 1817 წლის გამოგონებაზე პატენტის მაშინდელი ანალოგი მიიღო 1818 წელს. მოკლე ხანში დრეზის მანქანამ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ბრიტანეთში სადაც მას „დენდი–ჰორსს“ უწოდებდნენ.
ბარონი ფონ დრეზის რომელ გამოგონებაზეა საუბარი შეკითხვაში?პასუხი: ველოსიპედის წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Велосипед პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - VI ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/728 გაზიარება:პასუხი