შეკითხვა #737
-
სერგეი ლუკიანენკოს „უკანასკნელ გუშაგში“, მოსკოვი–ლონდონის რეისის თვითმფრინავში მჯდომი ანტონ გოროდეცკი ათვალიერებს ალბათობის ხაზებს და აკეთებს დასკვნას, რომ რბილად დაეშვებიან ჰიტროუში და ედინბურგის რეისზეც არ დააგვიანებენ. ამ დასკვნას წინ უძღვის ანტონის მსჯელობა ფრენის უსაფრთხოებაზე, რომელშიც მოხსენიებული არიან არაბი ტერორისტები და ორი ევროპული ქვეყნის გარკვეული სპეციალობის ადამიანები.
დაასახელეთ ეს ორი ევროპული ქვეყანაპასუხი: შვეიცარია და უკრაინა კომენტარი: ანტონმა მოიხსენია შვეიცარიელი ავიადისპეჩერები და უკრაინელ რაკეტჩიკები, რომლებმა მონაწილეობა მიიღეს „რუსული“ რეისების ჩამოგდებაში ბოლო 10 წლის განმავლობაში. წყარო: С. Лукяненко; «Последный дозор» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - VI ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/737 გაზიარება:პასუხი