შეკითხვა #743
-
ჩინეთის პროვინცია სიჩუანში არის ასეთი ანდაზური თქმა: სამხრეთ-აღმოსავლეთით უყურე წყლის ზღვას, ჩრდილო-აღმოსავლეთით უყურე ამურის ტყეების ზღვას, ჩრდილო-დასავლეთით უყურე ქვიშის ზღვას, ხოლო სამხრეთ დასავლეთით უყურე... კითხვა: რის ზღვას, თუ სიჩუანელების აზრით ასეთი „ზღვა“ მხოლოდ ჩინეთში შეიძლება იყოს?
პასუხი: ბამბუკი კომენტარი: მისი გეოგრაფიული მდებარეობაა ასეთი. სამხრეთ-აღმოსავლეთით სამრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვები, ჩრდილო-აღმოსავლეთით ამურის ტყეები, სამხრეთ-დასავლეთით შუა აზიის უდაბნოები, სამხრეთ დასავლეთით ბამბუკით მდიდარი პროვინცია სიჩუანი. ბამბუკის უკიდეგანო ტყეები ჰიმალაებამდე აღწევს წყარო: http:// www.shkolazhizni.ru/archive/0/n-6772/ პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/743 გაზიარება:პასუხი