საქართველოს მე-14 ჩემპიონატი
B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები)
31 მაისი, 2008
-
შეკითხვა #738 © გიორგი მოსიძე
ა.წ. 26 თებერვალს გაზეთ “სარბიელში” დაიბეჭდა სტატია სათაურით: “რა X მიიღო ჩელსიმ?”. გაითვალისწინეთ, რომ X მიუღია საქართველოსაც, ჩვენს კლუბსაც, პირადად მეც და შეიძლება ბევრ თქვენთაგანსაც. დაასახელეთ X!
პასუხი: გრანტი კომენტარი: გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ავრაამ გრანტი ბმული: http://moazrovne.net/q/738პასუხი -
მე–17 საუკუნემდე ინგლისური თეატრისათვის დამახასიათებელი იყო ხანგრძლივი პაუზები მოქმედებებს შორის. ითვლება, რომ შექსპირიც კი თავის პიესებში ტოვებდა ცარიელ ადგილებს ასეთი პაუზებისათვის. კითხვა: ვის უნდა შეევსო ეს პაუზები?
პასუხი: ჯამბაზს კომენტარი: მე-16 საუკუნეში ინგლისური თეატრის სცენაზე გამოჩნდნენ ჯამბაზები, რომლებიც ავსებდნენ პაუზებს მოქმედებებს შორის ისე, რომ მათი ინტერმედია არანაირად არ იყო დაკავშირებული პიესის შინაარსთან წყარო: ნ.ნოვგოროდი ბმული: http://moazrovne.net/q/739პასუხი -
შეკითხვა #740 © გიორგი მოსიძე
1996 წელს შეიქმნა პორტუგალურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა, რომელშის გაერთიანდნენ პორტუგალია, ბრაზილია, ანგოლა, მოზამბიკი, კაბო-ვერდე, გვინეა-ბისაუ, სან-ტომე და პრინსიპი. კიდევ რომელი სახელმწიფო შეუერთდა ამ თანამეგობრობას 2002 წელს?
პასუხი: აღმოსავლეთ ტიმორი ბმული: http://moazrovne.net/q/740პასუხი -
2008 წლის აშშ–ს დავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში, კარში (რაზდელ) „ერაყი და ავღანეთი“ არის სტატია, რომელზეც გამოყოფილია 20 მილიონი დოლარი. იმავე სტატიის ბოლოს არის მინაწერი, რომ ეს თანხა შეიძლება ხელუხლებლად გადატანილი იქნას 2009 ან თუნდაც 2010 წლის ბიუჯეტებში. დაწერეთ 2 სიტყვა, რომელიც გამოტანილია ამ სტატიის სათაურში!
პასუხი -
2006 წელს ყაზანში ჩატარდა სასამართლო პროცესი. განსასჯელთა სკამზე იჯდა ბანდა, რომელიც წლების განმავლობაში აკონტროლებდა „კამაზ“–ს. ამ პროცესზე დამყარდა რუსეთის მართლმსაჯულების ისტორიაში 2 რეკორდი: 1. ყველა განსასჯელს ერთობლივად მიესაჯათ 500 წელი; 2. მეორე რეკორდი უდრიდა 25 მეტრს. რაში მდგომარეობდა მეორე რეკორდი?
პასუხი: განსასჯელთა სკამის სიგრძე კომენტარი: ერთად გაასამართლეს 32 კაცი წყარო: მარათონი–2007 ბმული: http://moazrovne.net/q/742პასუხი -
შეკითხვა #743 © გიორგი მოსიძე
ჩინეთის პროვინცია სიჩუანში არის ასეთი ანდაზური თქმა: სამხრეთ-აღმოსავლეთით უყურე წყლის ზღვას, ჩრდილო-აღმოსავლეთით უყურე ამურის ტყეების ზღვას, ჩრდილო-დასავლეთით უყურე ქვიშის ზღვას, ხოლო სამხრეთ დასავლეთით უყურე... კითხვა: რის ზღვას, თუ სიჩუანელების აზრით ასეთი „ზღვა“ მხოლოდ ჩინეთში შეიძლება იყოს?
პასუხი: ბამბუკი კომენტარი: მისი გეოგრაფიული მდებარეობაა ასეთი. სამხრეთ-აღმოსავლეთით სამრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვები, ჩრდილო-აღმოსავლეთით ამურის ტყეები, სამხრეთ-დასავლეთით შუა აზიის უდაბნოები, სამხრეთ დასავლეთით ბამბუკით მდიდარი პროვინცია სიჩუანი. ბამბუკის უკიდეგანო ტყეები ჰიმალაებამდე აღწევს წყარო: http:// www.shkolazhizni.ru/archive/0/n-6772/ ბმული: http://moazrovne.net/q/743პასუხი -
ამ ჯგუფს ეწოდება “იქსები”. ამავე დროს ფანებმა დაადგინეს, რომ ჯგუფის ამჟამინდელი 5 წევრიდან ნაღდი “იქსი” არის მხოლოდ მატიას იაბსი. მითხარით ამ ხუთეულის სახელწოდება!
პასუხი: „სკორპიონზი“ კომენტარი: მხოლოდ მატიას იაბსია – ღრიანკალი (სკორპიონი) ზოდიაქოთი, დანარჩენები სხვა ზოდიაქოს ნიშნით არიან დაბადებული წყარო: მარათონი–2007 ბმული: http://moazrovne.net/q/744პასუხი -
შეკითხვა #745 © გიორგი მოსიძე
თავის წიგნში „ოლიმპიური ჩემპიონის თეორემა“, პაატა ნაცვლიშვილი წერს, რომ ეს არის სპორტის ერთად–ერთი სახეობა, სადაც ეტიკეტის თანახმად, მსაჯი სპორტსმენებს აუცილებლად ბატონობით მიმართავს (მუსიე–თი მიმართავს). დაასახელეთ სპორტის ეს ოლიმპიური სახეობა!
პასუხი: ფარიკაობა კომენტარი: ფარიკაობის წესები დიდწილად ფრანგული არისტოკრატიის ეტიკეტზეა დაფუძნებული წყარო: პაატა ნაცვლიშვილი. „ოლიმპიური ჩემპიონის თეორემა“, საბჭოთა საქართველო, 1988წ., გვ 173 ბმული: http://moazrovne.net/q/745პასუხი -
როდესაც 2005 წელს რუსეთში ტარდებოდა ვუდი ალენის ფილმების რეტროსპექტივა, კულტურის სამინისტროში ბჭობდნენ რომელ ქალაქში გაეხსნათ ეს რეტროსპექტივა. არჩევანი შეჩერდა ქალაქ კალინინგრადზე. რატომ?
პასუხი: იმიტომ, რომ ვუდი ალენის ნამდვილი სახელი და გვარი არაის ალენ სტიუარტ კენიგსბერგი; ადრე კალინინგრადს კენიგსბერგი ერქვა წყარო: მარათონი–2007 ბმული: http://moazrovne.net/q/746პასუხი -
1993 წელს აშშ–ში ჩაატარეს სოციოლოგიური გამოკითხვა. გამოკითხულთა 29%–მა დაასახელა CIA, 27%–მა – მაფია, 22% – კუბელები და 13% – საბჭოთა კავშირი. დაასახელეთ პიროვნება, რომელიც დაასახელა გამოკითხულთა 9%–მა!
პასუხი: ლი ჰარვი ოსვალდი კომენტარი: ჯ.ფ. კენედის მკვლელობიდან 30 წლისთავზე ჩატარდა გამოკითხვა: ვინ მოკლა კენედი? წყარო: ნ.ნოვგოროდი ბმული: http://moazrovne.net/q/747პასუხი -
შეკითხვა #748 © გიორგი მოსიძე
პროექტი „ოქროს ფარი“ – ოფიციალურად სწორედ ასე ეწოდება ინტერნეტ–ცენზურის (ანუ ინფორმაციის ფილტრაციის) სისტემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. პროექტი წარმოადგენს სერვერების სისტემას, რომლებიც აკონტროლებენ ინტერნეტ–არხს მომხმარებელს (იუზერს) და პროვაიდერს შორის და ფილტრავენ ინფორმაციას. კითხვა: 1 წუთის შემდეგ თქვენ უნდა მითხრათ ამ სისტემის 3 სიტყვიანი მეტსახელი ინგლისურენოვან ინტერნეტში (პასუხი დაწერეთ ინგლისურად)! შენიშვნა: წინდებულები (Предлог, preposition) და არტიკლები სიტყვად არ ითვლება.
პასუხი: Great Firewall of China ("დიდი ჩინური ფაირვოლი") კომენტარი: ინგლისურიდან: Great Wall of China — დიდი ჩინური კედელი ბმული: http://moazrovne.net/q/748პასუხი -
შეკითხვა #749 © გიორგი მოსიძე
ყველა თავის ინტერვიუში ეს პიროვნება ერთნაირად პასუხობს შეკითხვას ეთნიკური კუთვნილების შესახებ: “– მე იუგოსლავიელი ვარ, – ხაზს უსვამს ის – მამაჩემი ხორვატი იყო, დედა – სერბი, ცოლი კი მუსლიმანი მყავს”. დაასახელეთ ეს პარიზში მცხოვრები პიროვნება!
პასუხი: გორან ბრეგოვიჩი ბმული: http://moazrovne.net/q/749პასუხი -
შეკითხვა #750 © გიორგი მოსიძე
ა.წ. 13 იანვარს საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ბერნარ ლაპორტმა მწუხარება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ცნობილი რალი “პარიზი – დაკარი” 2008 წელს ჩაიშალა და თანამოქალაქეებს დაპირდა, რომ 2009–დან ის აუცილებლად აღდგება, თუნდაც მარშრუტი სრულიად სხვა იყოს. ამ თემას სტატია მიუძღვნა გაზეთმა “სარბიელმა”, რომლის სათაურადაც (სტატიის) გამოტანილი იყო ნაწყვეტი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერიდან, რომელშიც ერთი სიტყვა შეცვლილი იყო სიტყვით “დაკარი”. რა სიტყვა?
პასუხი: ვარაზი კომენტარი: სტატიას ეწოდებოდა “სად არის, სხვაგან ახალი დაკარი…”. ფრაზა რევაზ ლაღიძის “სიმღერიდან თბილისზე” ბმული: http://moazrovne.net/q/750პასუხი -
გუანტანამოს სამყრობილეში არის ბიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები. პატიმართა შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს წიგნების სერია ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის შესახებ, განსაკუთრებით კი სერიის მე–3 წიგნი. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დაწერეს სახუმარო ესსე, რომელსაც სათაურად წაუმძღავრეს სერიის მე–3 წიგნის სახელწოდება. ოღონდ ამ სათაურში ერთი სიტყვა შეცვალეს სიტყვით “გუანტანამო”. რა სიტყვა?
პასუხი: აზკაბანი კომენტარი: “ჰარი პოტერი და აზკაბანის პატიმარი” წყარო: მარათონი–2007 ბმული: http://moazrovne.net/q/751პასუხი -
ასეთი მოწოდება ოფიციალურად გაისმა 2003 წელს, შემდეგ კი 2004–ში. თუმცაღა შეიძლება ითქვას, რომ ეს მოწოდება არაერთხელ შესრულებულა კაცობრიობის ისტორიაში. მაგალითად, 1305 წელს ლონდონში მეფე ედუარდ I–ის ბრძანებით, ანდა მაგალითად 1901 წელს ქ. ბუფალოში პოლონელი ემიგრანტის ლეონ ჩოლგოშის პირადი ინიციატივით. კითხვა: ვის ეკუთვნოდა 2003 წელს გაჟღერებული ეს მოწოდება?
პასუხი: ქუენტინ ტარანტინოს: „მოკალი ბილი“ (უილიამ უოლესი, უილიამ მაკ–კინლი) კომენტარი: ითვლება ნებისმიერი პასუხი, რომელიც ადასტურებს, რომ გუნდი მივიდა ფილმამდე „მოკალი ბილი“ წყარო: მარათონი–2007 ბმული: http://moazrovne.net/q/752პასუხი -
შეკითხვა #753 © გიორგი მოსიძე
ამ დედაქალაქში მაისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე მზე არ ჩადის და მუდმივი დღეა. სამაგიეროდ დეკემბერში აისი დილის 10–ზეა, დაისი კი 14:30–ზე. 1977 წელს აქ დაიბადა ნახევარმცველი იესპერ გრონკიაერი. 1979–ში კი ქალაქს შეეცვალა ოფიციალური სახელწოდება. კითხვა: 1 წუთში დაწერეთ ამ ქალაქის ან ძველი ან ახალი სახელწოდება!
პასუხი: ნუუკი (გოთხობი) კომენტარი: გრენლანდიის დედაქალაქია; გრონკიაერი დანიის ნაკრებში თამაშობს ბმული: http://moazrovne.net/q/753პასუხი -
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო 13 საუკუნის განმავლობაში „მათი“ რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა. თუ მე–10 საუკუნემდე მათი რიცხვი იყო 177, მე–15 საუკუნის ბოლოსკენ, რაოდენობა შემცირდა 145–მდე, ამჟამად კი 100 ნაკლებია დარჩენილი. იმავე მეცნიერების პროგნოზით, კიდევ რამდენიმე საუკუნის შემდეგ შეიძლება რამდენიმე ათეულიღა დარჩეს. თქვენს ფურცელზე დაწერეთ ნებისმიერი ამჟამად არსებული!
პასუხი: to do, to be, to go კომენტარი: ითვლება ნებისმიერი ინგლისური არაწესიერი ზმნა. საქმე იმაშა, რომ დროთა განმავლობაში ინგლისური ზმნები იუღლებიან, როგორც წესიერი ზმნები, ოღონდ ამას საუკუნეები სჭირდება წყარო: ნ. ნოვგოროდი ბმული: http://moazrovne.net/q/754პასუხი -
შეკითხვა #755 © გიორგი მოსიძე
ყურადღება, ციტატაში შეცვლილია ორი სიტყვა. ქეთრინ უაითჰორნმა თქვა: “იყო ეფექტური ეკონომისტი, ძნელი არ არის, რადგან ამ მიმართულებით კონკურენცია საერთოდ არ არსებობს”. კითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი სიტყვებით “ეფექტური ეკონომისტი”!
პასუხი: პატიოსანი პოლიტიკოსი წყარო: “აფორიზმების ენციკლოპედია”, გვ. 320 ბმული: http://moazrovne.net/q/755პასუხი -
4 წლის განმავლობაში მას ბევრი რამ გადახდა თავს: როგორც გვარდიელი იგი ბეწვზე გადაურჩა დახვრეტას იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. შემდეგ გაუკეთეს უმძიმესი ოპერაცია, რომლის პროგნოზიც ვერ იყო დამაიმედებელი, მაგრამ მან საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თანაც ფეხსაცმლის ტარებაც ისწავლა. რა გვარი იყო ეს გვარდიელი?
პასუხი: აბებე ბიკილა კომენტარი: 1960 წელს რომის ოლიმპიადაზე მარათონში გაიმარჯვა, თანაც ფეხშიშველმა. შემდეგ ეთიოპიის იმპერატორის გვარდიაში მსახურობდა, სადაც შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა და ბეწვზე გადარჩა. შემდეგ გაუკეთეს მუხლის ოპერაცია, რომლის შემდეგაც უნდა დაკოჭლებულიყო, მაგრამ მან 1964 წელს ტოკიოში მაინც გაიმარჯვა მარათონში, ოღონდ უკვე ბოტასები ეცვა. წყარო: ნ. ნოვგოროდი ბმული: http://moazrovne.net/q/756პასუხი -
შეკითხვა #757 © გიორგი მოსიძე
1994 წელს გადაღებული ეს ფრანგული ფილმი აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ეკრანებზე გადიოდა სახელწოდებით „პროფესიონალი“. ვინ ასრულებდა მასში მთავარ როლს?
პასუხი: ჟან რენო - „ლეონი“ ბმული: http://moazrovne.net/q/757პასუხი -
შეკითხვა #758 © გიორგი მოსიძე
2001 წლამდე ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი იყო ვინიპეგი. 2001 წლის 18 მარტიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი გახდა პარიზი, მაგრამ სულ რამდენიმე თვით, 16 ივნისს კი ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი გახდა ბერლინი, და რჩება ასეთად დღემდე. დაწერეთ 3 ასოსაგან შემდგარი სიტყვა (გნებავთ ქართულად, გნებავთ სხვა ენაზე), რომელიც არის საკვანძო ამ კითხვის პასუხში!
პასუხი: გეი კომენტარი: 1998-2004 წლებში ვინიპეგის მერი იყო გლენ მიურეი, რომელიც იყო ღია გეი. 2001 წლის 18 მარტს პარიზის მერად არჩეული იქნა ბერტრან დელანო და პარიზი გახდა ყველაზე დიდი ქალაქი მსოფლიოში, რომელსაც ყავს გეი-მერი. 2001 წლის 16 ივნისს კი ბერლინის ბურგომისტრი გახდა კიდევ ერთი გეი, კლაუს ვოვერაიტი. ბმული: http://moazrovne.net/q/758პასუხი -
1945 წლის 9 მაისს მრავალთვიანი ალყის შემდეგ გენერალ დე გოლის ჯარმა შტურმით აიღო ქალაქი, რომელიც წარმოადგენდა გერმანელების უკანასკნელ საყრდენ პუნქტს ფრანგულ მიწაზე. ამით ფაქტიურად რუკიდან იქნა წაშლილი 1940 წლის სამარცხვინო მარცხის სიმწარე. საინტერესოა, მაგრამ 1570 წელს განცდილი მარცხის სიმწარე აგრეთვე წაშლილი იყო რუკიდან ამავე ქალაქის აღებით. რა ეწოდება ამ ქალაქს?
პასუხი: ლა–როშელი კომენტარი: მესამე ჰუგენოტური ომის შედეგების თანახმად (1568–1570) ლა–როშელი ჰუგენოტებს გადაეცათ. ლა–როშელი რჩებოდა ჰუგენოტების ბოლო დასაყრდენ პუნქტად, სანამ ის არ აიღო საფრანგეთის მეფის არმიამ მუშკეტერების მონაწილეობით. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ლა–როშელში ააშენეს წყალქვეშა ნავების ბაზა და 8 თვე იცავდნენ ქალაქს, სანამ გერმანიამ კაპიტულაცია არ გამოაცხადა. წყარო: ნ. ნოვგოროდი ბმული: http://moazrovne.net/q/759პასუხი -
1841 წლის 3 იანვარს ხომალდმა “აქუნშეთ” დატოვა ნიუ–ბედფორდის ნავსადგური და გაემგზავრა მოგზაურობაში შემდეგ მარშრუტზე: აზორის კუნძულები, ჰორნის კონცხი, პერუ, ეკვადორი, გალაპაგოსის კუნძულები, სენდვიცის კუნძულები, მარკიზის კუნძულები. გემმა ბევრი იხეტიალა წყნარი ოკეანის უკიდეგანი სივრცეში, თქვენ კი უნდა დამისახელოთ ამ ხომალდის ყველაზე ცნობილი მატროსის (მეზღვაურის) გვარი!
პასუხი: ჰერმან მელვილი კომენტარი: მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა “მობი დიკი”. მარკიზის კუნძულებზე იგი გემიდან გაიქცა და ადგულობრივ აბორიგენებთან ტყვედ მოხვდა. წყარო: მარათონი–2007 ბმული: http://moazrovne.net/q/760პასუხი -
ნიკოლაი რერიხი ყვებოდა, რომ ერთხელ შეესწრო მიწისძვრას, რომელის დროსაც საკუთარი სახლიდან შეშინებული გამოვარდა მფლობელი და დაიძახა: “ესეც შენი გადასატანი ყუთი!”. რა ორი სიტყვა შევცვალე მე სიტყვებით “გადასატანი ყუთი”?
პასუხი: უძრავი ქონება ბმული: http://moazrovne.net/q/761პასუხი -
ტედ შულცი და შონ ბრედი მიიჩნევენ, რომ „სოფლის მეურნეობას“ ისინი ეწევიან უკვე 50 მილიონ წელზე მეტი ხანია, ხოლო ანტიბიოტიკების მიღება და მიხმარება მათ ისწავლეს ადამიანამდე მილიონი წლის წინ. დაასახელეთ ფრანგი, რომელმაც მიუძღვნა მათ ტრილოგია!
პასუხი: ბერნჰარდ ვერბერი კომენტარი: საუბარია ჭიანჭველებზე (არა ფუტკრებზე და კრაზანებზე). ჭიანჭველები ამრავლებენ ტილებს, ახდნენ გარკვეული სოკოების კულტივაციას და იყენებენ ანტიბიოტიკებს მავნებლებთან ბრძოლაში. ვერბერმა დაწერა ტრილოგია: „ჭიანჭველა“, „ჭიანჭველას დღე“ და „ჭიანჭველების რევოლუცია“. ბმული: http://moazrovne.net/q/762პასუხი -
ცოცხალ ბუნებაში ამის უნარი არ გააჩნიათ მცენარეებს, სამაგიეროდ გააჩნიათ ბაქტერიებს, სოკოებს და ცხოველებს. თანაც ხმელეთისას ნაკლებად, უფრო მეტად ზღვისას. კითხვა: დაასახელეთ მწერალი, რომელმაც დაწერა ამ სახელწოდების რომანი 1977 წელს!
პასუხი: სტივენ კინგი კომენტარი: საუბარი იყო ნათების უნარზე. თევზები მეტად ანათებენ, ვიდრე ხმელეთის ცხოველები. რომანი “The Shining” 1977 წელს დაწერა სტივენ კინგმა, 1980–ში კი სტენლი კუბრიკმა გადაიღო ფილმი ამ რომანის მიხედვით. ბმული: http://moazrovne.net/q/763პასუხი -
ფილმში „ფელინის კაზანოვა“ მთავარი გმირი მიემგზავრება ერთ იტალიურ ქალაქში და აღნიშნავს, რომ თუ ადამიანმა გადაწყვიტა ამ ქალაქის მონახულება, უნდა მზად იყოს შეხვდეს 3 ღვთაებას: პირველს ეწოდება სალიამი, მეორეს – ლორი (შაშხი, ვეტჩინა). მიხვდით რომელ ქალაქზეა საუბარი და დაასახელეთ მესამე ღვთაების სახელი!
პასუხი -
1987 წელს ჩერნობილის რეაქტორიდან 4 კილომეტრში იპოვეს ცოცხალი ხარი და სამი ძროხა. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, თუ როგორ მოქმედებს რადიაცია საქონლის გენომზე და ბევრი საინტერესო დასკვნა გამოიტანეს. მაგრამ ყველაზე საინტერესოა სახელები, რომლებიც მისცეს ამ წყვილჩლიქიანებს: ხარს დაარქვეს ურანი. რა დაარქვეს 3 ძროხას?
პასუხი: ალფა, ბეტა და გამა ბმული: http://moazrovne.net/q/765პასუხი -
ერთხელ სენატორმა ჯონ გლენმა თქვა: „მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩვენ თავიდან ვიცილებდით ამ დღეს. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს დღე არასოდეს დადგება. ჩვენ ვფიქრობდით ამაზე და ჩვენ ვლაპარაკობდით ამაზე... და აი, ეს დღეც დადგა!“. რომელ წელს იქნა წარმოთქმული ეს სიტყვები?
პასუხი: 1986 კომენტარი: ჯონ გლენი არის პირველი ამერიკელი ასტრონავტი. 1986 წელს ის იყო სენატორი და ეს სიტყვები წარმოთქვა „ჩელენჯერის“ დაღუპვის შემდეგ ბმული: http://moazrovne.net/q/766პასუხი -
მადაგასკარს უკავია მეორე ადგილი მსოფლიოში მის ტერიტორიაზე ბინადარი პრიმატების მრავალფეროვნების მიხედვით. რომელ ქვეყანას უკავია პირველი ადგილი?
პასუხი: ბრაზილიას ბმული: http://moazrovne.net/q/767პასუხი -
ამბობებენ, რომ ერთხელ მან უთხრა ბხაკტივედანტა სვამი პრაბხუპადას: „გურუ, მომეცი შენი კურთხევა!“. გურუმ უპასუხა: „შენ ეს არ გჭირდება, შენ ხომ ისედაც კრიშნას ვაჟი ხარ!“. დაასახელეთ ეს პიროვნება!
პასუხი: ჯორჯ ჰარისონი კომენტარი: ჰარე კრიშნა, ჰარე რამე! ჰარი სონი! ბმული: http://moazrovne.net/q/768პასუხი -
1812 წლის ომის დროს ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა. მაგალითად, ბრიტანეთის არმიამ მარცხი განიცადა ტემზაზე გამართულ ბრძოლაში. მითხარით, ვინ იყო მათი მოწინააღმდეგე?
პასუხი: აშშ–ს არმია კომენტარი: 1812 წლის 5 ოქტომბერს კანადაში მდებარე მდინარე ტემზაზე შედგა ბრძოლა ბრიტანეთისა და აშშ არმიებს შორის. ბმული: http://moazrovne.net/q/769პასუხი -
ვალტერ სკოტს ეკუთვნის ასეთი განმარტება: “ეს ჰგავს შაქარს, მოურეველი რომ დარჩა ჭიქის ფსკერზე”. დაწერეთ ეს ორი ინგლისური სიტყვა!
პასუხი: Happy End (Ending) ბმული: http://moazrovne.net/q/770პასუხი
- პაკეტის კომენტარები: