შეკითხვა #748
-
პროექტი „ოქროს ფარი“ – ოფიციალურად სწორედ ასე ეწოდება ინტერნეტ–ცენზურის (ანუ ინფორმაციის ფილტრაციის) სისტემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. პროექტი წარმოადგენს სერვერების სისტემას, რომლებიც აკონტროლებენ ინტერნეტ–არხს მომხმარებელს (იუზერს) და პროვაიდერს შორის და ფილტრავენ ინფორმაციას. კითხვა: 1 წუთის შემდეგ თქვენ უნდა მითხრათ ამ სისტემის 3 სიტყვიანი მეტსახელი ინგლისურენოვან ინტერნეტში (პასუხი დაწერეთ ინგლისურად)! შენიშვნა: წინდებულები (Предлог, preposition) და არტიკლები სიტყვად არ ითვლება.
პასუხი: Great Firewall of China ("დიდი ჩინური ფაირვოლი") კომენტარი: ინგლისურიდან: Great Wall of China — დიდი ჩინური კედელი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/748 გაზიარება:პასუხი