შეკითხვა #750
-
ა.წ. 13 იანვარს საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ბერნარ ლაპორტმა მწუხარება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ცნობილი რალი “პარიზი – დაკარი” 2008 წელს ჩაიშალა და თანამოქალაქეებს დაპირდა, რომ 2009–დან ის აუცილებლად აღდგება, თუნდაც მარშრუტი სრულიად სხვა იყოს. ამ თემას სტატია მიუძღვნა გაზეთმა “სარბიელმა”, რომლის სათაურადაც (სტატიის) გამოტანილი იყო ნაწყვეტი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერიდან, რომელშიც ერთი სიტყვა შეცვლილი იყო სიტყვით “დაკარი”. რა სიტყვა?
პასუხი: ვარაზი კომენტარი: სტატიას ეწოდებოდა “სად არის, სხვაგან ახალი დაკარი…”. ფრაზა რევაზ ლაღიძის “სიმღერიდან თბილისზე” პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/750 გაზიარება:პასუხი