შეკითხვა #751
-
გუანტანამოს სამყრობილეში არის ბიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები. პატიმართა შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს წიგნების სერია ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის შესახებ, განსაკუთრებით კი სერიის მე–3 წიგნი. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დაწერეს სახუმარო ესსე, რომელსაც სათაურად წაუმძღავრეს სერიის მე–3 წიგნის სახელწოდება. ოღონდ ამ სათაურში ერთი სიტყვა შეცვალეს სიტყვით “გუანტანამო”. რა სიტყვა?
პასუხი: აზკაბანი კომენტარი: “ჰარი პოტერი და აზკაბანის პატიმარი” წყარო: მარათონი–2007 პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/751 გაზიარება:პასუხი