შეკითხვა #752
-
ასეთი მოწოდება ოფიციალურად გაისმა 2003 წელს, შემდეგ კი 2004–ში. თუმცაღა შეიძლება ითქვას, რომ ეს მოწოდება არაერთხელ შესრულებულა კაცობრიობის ისტორიაში. მაგალითად, 1305 წელს ლონდონში მეფე ედუარდ I–ის ბრძანებით, ანდა მაგალითად 1901 წელს ქ. ბუფალოში პოლონელი ემიგრანტის ლეონ ჩოლგოშის პირადი ინიციატივით. კითხვა: ვის ეკუთვნოდა 2003 წელს გაჟღერებული ეს მოწოდება?
პასუხი: ქუენტინ ტარანტინოს: „მოკალი ბილი“ (უილიამ უოლესი, უილიამ მაკ–კინლი) კომენტარი: ითვლება ნებისმიერი პასუხი, რომელიც ადასტურებს, რომ გუნდი მივიდა ფილმამდე „მოკალი ბილი“ წყარო: მარათონი–2007 პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/752 გაზიარება:პასუხი