შეკითხვა #756
-
4 წლის განმავლობაში მას ბევრი რამ გადახდა თავს: როგორც გვარდიელი იგი ბეწვზე გადაურჩა დახვრეტას იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. შემდეგ გაუკეთეს უმძიმესი ოპერაცია, რომლის პროგნოზიც ვერ იყო დამაიმედებელი, მაგრამ მან საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თანაც ფეხსაცმლის ტარებაც ისწავლა. რა გვარი იყო ეს გვარდიელი?
პასუხი: აბებე ბიკილა კომენტარი: 1960 წელს რომის ოლიმპიადაზე მარათონში გაიმარჯვა, თანაც ფეხშიშველმა. შემდეგ ეთიოპიის იმპერატორის გვარდიაში მსახურობდა, სადაც შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა და ბეწვზე გადარჩა. შემდეგ გაუკეთეს მუხლის ოპერაცია, რომლის შემდეგაც უნდა დაკოჭლებულიყო, მაგრამ მან 1964 წელს ტოკიოში მაინც გაიმარჯვა მარათონში, ოღონდ უკვე ბოტასები ეცვა. წყარო: ნ. ნოვგოროდი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/756 გაზიარება:პასუხი