შეკითხვა #758
-
2001 წლამდე ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი იყო ვინიპეგი. 2001 წლის 18 მარტიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი გახდა პარიზი, მაგრამ სულ რამდენიმე თვით, 16 ივნისს კი ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი გახდა ბერლინი, და რჩება ასეთად დღემდე. დაწერეთ 3 ასოსაგან შემდგარი სიტყვა (გნებავთ ქართულად, გნებავთ სხვა ენაზე), რომელიც არის საკვანძო ამ კითხვის პასუხში!
პასუხი: გეი კომენტარი: 1998-2004 წლებში ვინიპეგის მერი იყო გლენ მიურეი, რომელიც იყო ღია გეი. 2001 წლის 18 მარტს პარიზის მერად არჩეული იქნა ბერტრან დელანო და პარიზი გახდა ყველაზე დიდი ქალაქი მსოფლიოში, რომელსაც ყავს გეი-მერი. 2001 წლის 16 ივნისს კი ბერლინის ბურგომისტრი გახდა კიდევ ერთი გეი, კლაუს ვოვერაიტი. პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/758 გაზიარება:პასუხი