შეკითხვა #759
-
1945 წლის 9 მაისს მრავალთვიანი ალყის შემდეგ გენერალ დე გოლის ჯარმა შტურმით აიღო ქალაქი, რომელიც წარმოადგენდა გერმანელების უკანასკნელ საყრდენ პუნქტს ფრანგულ მიწაზე. ამით ფაქტიურად რუკიდან იქნა წაშლილი 1940 წლის სამარცხვინო მარცხის სიმწარე. საინტერესოა, მაგრამ 1570 წელს განცდილი მარცხის სიმწარე აგრეთვე წაშლილი იყო რუკიდან ამავე ქალაქის აღებით. რა ეწოდება ამ ქალაქს?
პასუხი: ლა–როშელი კომენტარი: მესამე ჰუგენოტური ომის შედეგების თანახმად (1568–1570) ლა–როშელი ჰუგენოტებს გადაეცათ. ლა–როშელი რჩებოდა ჰუგენოტების ბოლო დასაყრდენ პუნქტად, სანამ ის არ აიღო საფრანგეთის მეფის არმიამ მუშკეტერების მონაწილეობით. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ლა–როშელში ააშენეს წყალქვეშა ნავების ბაზა და 8 თვე იცავდნენ ქალაქს, სანამ გერმანიამ კაპიტულაცია არ გამოაცხადა. წყარო: ნ. ნოვგოროდი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/759 გაზიარება:პასუხი