შეკითხვა #763
-
ცოცხალ ბუნებაში ამის უნარი არ გააჩნიათ მცენარეებს, სამაგიეროდ გააჩნიათ ბაქტერიებს, სოკოებს და ცხოველებს. თანაც ხმელეთისას ნაკლებად, უფრო მეტად ზღვისას. კითხვა: დაასახელეთ მწერალი, რომელმაც დაწერა ამ სახელწოდების რომანი 1977 წელს!
პასუხი: სტივენ კინგი კომენტარი: საუბარი იყო ნათების უნარზე. თევზები მეტად ანათებენ, ვიდრე ხმელეთის ცხოველები. რომანი “The Shining” 1977 წელს დაწერა სტივენ კინგმა, 1980–ში კი სტენლი კუბრიკმა გადაიღო ფილმი ამ რომანის მიხედვით. პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/763 გაზიარება:პასუხი