შეკითხვა #771
-
ციტატა ერთ–ერთ რუსულ ვებ–საიტზე განთავსებული მასალიდან: “11 აპრილი, 2008წ. ...მას ასეთი ბედი აქვს: იგი ძალზე უყვართ პრეზიდენტებს. ეტყობა მისი გულის ამაჩუყებელი სტილი ალბობს პოლიტიკისაგან გაუხეშებულ რკინის მამაკაცებს. მისი გამოსვლების დროს ცრემლს ვერ იკავებდა ნურსულთან ნაზარბაევი, ის ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო თურქმენბაშისთან და განსვენებული ლიდერის ხაზს ახლა აგრძელებს პრეზიდენტი ბერდიმუხამედოვი. მისი ფან–კლუბის ერთ–ერთი გამორჩეული წევრია სერგეი მირონოვი. მაგრამ ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ იგი ახერხებს გაიაროს წვრილ ხაზზე, ორ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის და იმეგობროს ორივე პრეზიდენტთან”. მე არ გეკითხებით რომელ 2 სახელმწიფოზეა საუბარი, მითხარით ვისზე წერდა ასე რუსული ვებ–საიტი!
პასუხი: დიანა ღურწკაია პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/771 გაზიარება:პასუხი