საქართველოს მე-14 ჩემპიონატი
A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები)
31 მაისი, 2008
-
შეკითხვა #771 © გიორგი მოსიძე
ციტატა ერთ–ერთ რუსულ ვებ–საიტზე განთავსებული მასალიდან: “11 აპრილი, 2008წ. ...მას ასეთი ბედი აქვს: იგი ძალზე უყვართ პრეზიდენტებს. ეტყობა მისი გულის ამაჩუყებელი სტილი ალბობს პოლიტიკისაგან გაუხეშებულ რკინის მამაკაცებს. მისი გამოსვლების დროს ცრემლს ვერ იკავებდა ნურსულთან ნაზარბაევი, ის ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო თურქმენბაშისთან და განსვენებული ლიდერის ხაზს ახლა აგრძელებს პრეზიდენტი ბერდიმუხამედოვი. მისი ფან–კლუბის ერთ–ერთი გამორჩეული წევრია სერგეი მირონოვი. მაგრამ ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ იგი ახერხებს გაიაროს წვრილ ხაზზე, ორ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის და იმეგობროს ორივე პრეზიდენტთან”. მე არ გეკითხებით რომელ 2 სახელმწიფოზეა საუბარი, მითხარით ვისზე წერდა ასე რუსული ვებ–საიტი!
პასუხი: დიანა ღურწკაია ბმული: http://moazrovne.net/q/771პასუხი -
1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეს პიროვნება, მიუხედავად სოლიდური ასაკისა და სიმდიდრისა, მაინც საკუთარი ხელით უცვლიდა წვეტებს (შიპებს) გფრ–ის ფეხბურთელებს. დაასახელეთ ეს პიროვნება!
პასუხი: ადოლფ დასლერი კომენტარი: ადი დასლერი – კომპანია „ადიდას“–ის დამფუძნებელი ბმული: http://moazrovne.net/q/772პასუხი -
თავის სტატიაში ბოლო წლების სამომხმარებლო ბუმის შესახებ, დიმიტრი ხარიტონოვი გერმანიას უწოდებს „გატეხილი X–ების ქვეყანა”. მითხარით რა არის X, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ჩემ შვილებს – გიორგის და ელენეს – ცალცალკე აქვთ თითო X და თანაც ჯერ–ჯერობით მთელი!
პასუხი -
თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ევროპაში ეს ნივთიერება იყო მხიარული დროსტარების ლეგალური წყარო, ისეთი როგორიც ახლა მარიხუანაა ჰოლანდიაში. და მხოლოდ 1846 წელს მიხვდნენ, რომ ამან შეიძლება ტკივილი გადაატანინოს ათიათასობის ადმიანს. აღწერეთ ეს ნივთიერება სამი სიმბოლოს მეშვეობით!
პასუხი: N2O კომენტარი: აზოტის ორჟანგი (ოქსიდი), იგივე მალხენი აირი 1799 წელს მიიღო ჰემფრი დევიმ, რის შემდეგაც ნახევარი საუკუნე გამოიყენებოდა, როგორც ნარკოტიკული ნივთიერება, და მხოლოდ 1846 წლიდან იყენებენ, როგორც ნარკოზს ბმული: http://moazrovne.net/q/774პასუხი -
კუნძულ ჰაიტიზე სარწმუნოებები იმდენად შეერია ერთმანეთს, რომ ადგილობრივი ღვთაებების სახელებმა დაიკავეს ქრისტიანი წმინდანების ადგილი. ასე, მაგალითად პაპა ლეგბამ ჩაანაცვლა წმინდა პეტრე, ღვთისმშობლის ნაცლად ფიგურირებს სიყვარულის ქალღმერთი ერზილი დანტორი. რომელი კათოლიკური წმინდანი ჩაანაცვლა დამბალამ – აფრიკელი გველების მბრძანებელმა?
პასუხი: წმინდა პატრიკი ბმული: http://moazrovne.net/q/775პასუხი -
ახალი ბელგიური სამეცნიერო სადგური, რომელიც გლობალურ დათბობას დააკვირდება – იმუშავებს ენერგიის ბუნებრივ წყაროებზე. ამით მოხდება შემოსაზიდი საწვავის დაზოგვა. აქ ყოველთვის ქრის ქარი, სარეზერვო წყაროს ფუნქციას კი შეასრულებელ მზის ბატარეები, მითუმეტეს, რომ სადგური მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლამდე იმუშავებს. სადგურზე ეს საყოფაცხოვრებო საგანიც კი ექნებათ, რომელიც ძალზე ცოტა ელექტროენერგიას მოიხმარს. ასე რომ მეცნიერებს არ მოუწვეთ გარეთ გასვლა. დაასახელეთ ეს საგანი!
პასუხი: მაცივარი კომენტარი: სადგური იმუშავებს ანტარქტიდაში, სადაც ნოემრიდან თებერვლამდე პოლარული დღეა, ტემპერატურა კი საშუალოდ -5°C–ია. ბმული: http://moazrovne.net/q/777პასუხი -
როდესაც ავსტრალიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ დაქირავებული პოლინეზიელი მუშები, მათ თან ჩამოიტანეს რამდენიმე ლურსმანი. შემდგომ, მათ ამ ლურსმნებს უქნეს იგივე, რაც საბჭოთა მწერლის მიერ შექმნილმა ერთმა ზღაპრულმა პერსონაჟმა უქნა რამდენიმე ლითონის ნივთს. დაასახელეთ ეს ზღაპრული პერსონაჟი!
პასუხი: ბურატინო კომენტარი: ბურატინომ დამარხა მონეტები მიწაში, რათა უფრო მეტი ამოსულიყო; პოლინეზიელებმაც ჩაფლეს ლურსმნები მიწაში, იქნებ კიდევ ამოვიდესო ბმული: http://moazrovne.net/q/778პასუხი -
2008 წლის გაზაფხულზე პარიზში გაიმართა უკვე მე–4 კინოფესტივალი, რომელზეც ნაჩვენები იქნა 100–მდე მოკლემეტრაჟიანი და 3 სრულმეტრაჟიანი ფილმი. ზოგიერთი მათგანი იყო პროფესიონალი რეჟისორების მიერ გადარებული, მაგრამ უმრაველესობის ავტორი დილეტანტები იყვნენ. ექსპერტებმა ეს ფილმები იმპრესიონისტებს შეადარეს. როგორ არის ყველა ეს ფილმი გადაღებული?
პასუხი: მობილური ტელეფონით ბმული: http://moazrovne.net/q/779პასუხი -
თუ დროის დათქმულ მონაკვეთში მიზანი მიღწეული არ იქნა, ქილერი იღებს გაფრთხილებას, კიდევ 2 წუთის შემდეგ – მეორე გაფრთხილებას, ხოლო თუ კიდევ 3 წუთის განმავლობაში მიზანი მიღწეული არ იქნა, საქვეყნოდ შერცხვენილ ქილერს უსტვენენ და აძევებენ. ახლა კი მითხარით რა წარმოადგენს ქილერის მიზანს?
პასუხი: ხარი კომენტარი: საუბარი იყო კორიდაზე. „მატადორი“ – მკვლელი, ქილერი ბმული: http://moazrovne.net/q/780პასუხი -
ამის შემსწავლელი ნაციონალური ცენტრი განლაგებულია ფლორიდაში. ახლახანს გამოცხადდა, რომ ამ ნაციონალურმა ცენტრა უკვე მოამზადა 11 სახელი, რითიც გრძელდება ჯერ კიდევ ესპანელების მიერ მე–16 საუკუნეში დანერგილი ტრადიცია. ოღონდ ესპანელები იყენებდნენ წმინდანების სახელებს, ამჟამად კი ჩვეულებრივი სახელები გამოიყენება. რას აძლევენ ამ სახელებს?
პასუხი: გრიგალებს (ტაიფუნი) ბმული: http://moazrovne.net/q/781პასუხი -
ამერიკელმა მეცნიერმა სარა ბროსნანმა გამოაქვეყნა ნაშრომი ადამიანის მსგავსი მაიმუნების შესახებ, რომელშიც „პრიმატების სოციალური ქცევის პირველ მკვლევარად“ მოიხსენიებს არა ბრიტანელ მეცნიერ ცუკერმანს ან ამერიკელ ფსიქოლოგ მასლოუს, არამედ მე–15 საუკუნეში დაბადებულ იტალიელს. დაასახელეთ მისი გვარი!
პასუხი -
ფეხბურთის ზოგიერთი ბრაზილიელი ისტორიკოსი წერს, რომ ადემარი იმდენად ძლიერი თავდამსხმელი იყო, რომ მისი მეურვეობისათვის ერთი მცველი არ კმაროდა. სწორედ ამიტომ მოიგონეს ცნობილი სისტემა. დაწერეთ ეს სისტემა 5 სიმბოლოს მეშვეობოთ!
პასუხი: 4+2+4 ბმული: http://moazrovne.net/q/783პასუხი -
ბრიტანული ჯავშნიანი ხომალდები „ტრიუმფი“ და „სვიფტშური“ თავდაპირველად აიგო სახელმწუფო ჩილის შეკვეთის თანახმად. შემდგომში ჩილიმ უარი თქვა გემების ყიდვაზე და ისინი შეისყიდა ბრიტანულმა ფლოტმა. ინგლისელ მეზღვაურთა შორის ეს ორი გემი ცნობილი იყო მეტსახელებით „ვაკანტე“ და „ოკკუპანდო“. კითხვა: მითხარით, გემის რომელ სათავსოზე ხედავდნენ ინგლისელი მეზღავურები წარწერილ ამ სიტყვებს?
პასუხი: გალიუნებზე კომენტარი: ტუალეტებიც (ფეხსადგილი, საპირფარეშო და ა.შ.) ითვლება; ვაკანტე – თავისუფალია, ოკუპანდო – დაკავებულია ბმული: http://moazrovne.net/q/784პასუხი -
ეკონომისტი ოლეგ ვტოროვი ამტკიცებს, რომ ნებისმიერ საწარმოს ძალუძს რთული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა შიდა კრედიტების მეშვეობით. თანაც ისე, რომ გარეშე დახმარება საჭირო არ არის. კითხვა: დაასახელეთ პერსონაჟი, ვისი გამოცდილებაც მოჰყავს ავტორს სამაგალითოდ?
პასუხი: ბარონი მიუნჰგაუზენი კომენტარი: ბარონმა გარეშე დახმარების გარეშე ამოათრია საკუთარი თავი ჭაობიდან (თმებში ხელი იტაცა და მოქაჩა) ბმული: http://moazrovne.net/q/785პასუხი -
Men Very Easily Make Jugs Serve Useful Nocturnal Purposes. ეს არის ცნობილი მნემონიკური ფრაზა. რომელი სიტყვა მოაკლდა ამ ფრაზას 2006 წლის 24 აგვისტოს შემდეგ?
პასუხი: Purposes კომენტარი: ამ მნემონიკური ფრაზით ინგლისურენოვან ქვეყნებში ამახსოვრებინებდნენ მზის სისტემის პლანეტების თანმიმდევრობას. 2006 წლის 24 აგვისტოს ასტრონომთა მსოფლიო კავშირის კონგრესმა ჩამოართვა პლუტონს პლანეტის სტატუსი და ამჟამად მზის სისტემაში არის 8 პლანეტა. ბმული: http://moazrovne.net/q/786პასუხი -
პირველი წყარო, რომელშიც ისინი არიან მოხსენიებული, თარიღდება 1118 წლით. 2 წლის შემდეგ კი, თავიანთი რეზიდენციის განსათავსებლად მათ გადაეცათ ალ–აქსის მეჩეთი. მიხვდით, რად მიაჩნდათ მაშინ მათ ეს მეცეთი და დამისახელეთ ისინი!
პასუხი: ტამპლიერები კომენტარი: ჯვაროსნები მიიჩნევდნენ, რომ ალ–აქსის მეჩეთი სხვა არაფერია, თუ არა მეფე სოლომონის ტაძარი იერუსლიმში. ამიტომ ეწოდათ მათ ტამპლიერები, ანუ ტაძროსნები ბმული: http://moazrovne.net/q/787პასუხი -
შეკითხვა #788 © გიორგი მოსიძე
ვიკიპედიის სტატიაში “ჯუჯა სახელმწიფოები” ჩამოთვლილია კრიტერიუმები, თუ რომელ ქვეყანას შეიძლება ეწოდოს “ჯუჯა სახელმწუფო”. ერთ–ერთი კრიტერიუმის თანახმად სახელმწიფო “ჯუჯაა” თუ მისი ტერიტორია ნაკლებია ევროპის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. მაშ, დაასახელეთ ეს სახელმწიფო, ყველაზე დიდი ჯუჯათა შორის და ყველაზე ჯუჯა დიდთა შორის!
პასუხი: ლუქსემბურგი წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%D1%80%D0%BB%D0% ბმული: http://moazrovne.net/q/788პასუხი -
1873 წელს ვენის გამოფენაზე ერთმა ფაბრიკანტმა თავის პავილიონს მიამაგრა ბუდე. რასაკვირველია, ცარიელი ბუდე. ეტყობა, მეწარმეს უნდადა ყველასთვის მიენიშნებინა, რომ ბუნება ამის წარმოება დაიწყო ადამიანამდე მილიონი წლით ადრე. რას აწარმოებდა მისი ფაბრიკა?
პასუხი: ქაღალდს კომენტარი: ეს ბზიკების ბუდე იყო. ბზიკებიც აწარმოებენ ქაღალდს დაახლოებით ისევე, როგორც ეს ხდება ფაბრიკაში. თავისი ყბებით ბზიკი კბიჩავს მერქნის ბოჭკოს, თხლად ფქვავს, ასველებს წებოვანი ნერწვით და თხელ ფენას აკრავს ბუდეს. ასე მიიღება ქაღალდისმაგვარი მასა. ბმული: http://moazrovne.net/q/789პასუხი -
თავის ერთ–ერთ ნაწარმოებში რექს სტაუტი ამტკიცებს, რომ შერლოკ ჰოლმსის ბიოგრაფი სინამდვილეში იყო მისი ცოლი, რომელიც იბეჭდებოდა ფსევდონიმით “დოქტორი უოტსონი”. სტაუტის ვერსიით, სინამდვილეში რა ერქვა სახელად შერლოკ ჰოლმსის ცოლს?
პასუხი: ირენ ადლერი ბმული: http://moazrovne.net/q/790პასუხი -
შეკითხვა #791 © გიორგი მოსიძე
ა.წ. 22 იანვრის გაზეთი „სარბიელი“ წერდა, რომ „ლივერპულის“ ამერიკელმა მეპატრონემ, ტომ ჰიკსმა გადაიფიქრა კლუბის გაყიდვა, არადა ის მანამდე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ერთ არაევროპულ კორპორაციასთან. სტატიის სათაური შედგებოდა ორი სიტყვისაგან. პირველი იყო დამშვიდობება, მეორე კი – ქალაქის სახელწოდება. აღადგინეთ სტატიის სათაური!
პასუხი: ბაი–ბაი, დუბაი! (გუდბაი, დუბაი!) კომენტარი: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტომ ჰიკსი აპირებს მიჰყიდოს კლუბი „დუბაი ინტერნეშენალ კაპიტალს“, მაგრამ საბოლოოდ ბიზნესმენმა გადაიფიქრა ბმული: http://moazrovne.net/q/791პასუხი -
იაპონური თეატრი ტაკარაცუკა შეიქმნა როგორც ალტერნატივა. მიხვდით, თუ რისი ალტერნატივა და მითხარით, რაში მდგომარეობდა ეს ალტერნატიოვობა?
პასუხი: მამაკაცის ყველა როლს თამაშობდნენ ქალები კომენტარი: ყველა მსახიობი ქალი იყო; კაბუკის თეატრში, მოგეხსენებათ ყველა როლს (მათ შორის ქალების) მამაკაცები თამაშობენ ბმული: http://moazrovne.net/q/792პასუხი -
სემიულ კოლრიჯის პოემაში „ბებერ მეზღვაურზე“ მოთხრობილია ისტორია კაპიტანისა, რომელმაც მოკლა ალბატროსი. ამის გამო მასზე საზარლად იძიებენ შურს სულები. დაახლოებით ისევე, როგორ კაპიტან ვან სტრაატენის მიმართ. მითხარით ვან სტრაატენის ორი სიტყვისაგან შემდგარი მეტსახელი!
პასუხი: „მფრინავი ჰოლანდიელი“ ბმული: http://moazrovne.net/q/793პასუხი -
1835 წელს ერთმა ფრანგმა არისტოკრატმა დაწერა წიგნი „ბილიარდის მათემატიკური თეორია“. ამ წიგნში მან განავრცო დიდი თეორია, რომელსაც თვალსაჩინოდ ადასტურებს ერთი ხელსაწყო. ეს ხელსაწყო მოხსენიებულია სხვა წიგნის სათაურში. დაასახელეთ ამ მეორე წიგნის ავტორი!
პასუხი: უმბერტო ეკო კომენტარი: აკვირდებოდა რა ბილიარდის შარების მოძრაობას, გუსტავ გასპარ კორიოლისმა აღმოაჩინა ეფექტი, რომლის თვალსაჩინო დადასტურებასაც წარმოადგენს „ფუკოს ქანქარა“. 1988 წელს ეკომ დაწერა რომანი „ფუკოს ქანქარა“. ბმული: http://moazrovne.net/q/794პასუხი -
ეს ქვეყანა შეიქმნა 1861 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ. კონსტიტუციის საფუძვლად აღებული იქნა აშშ–ს კონსტიტუცია. ამჟამად ეს ქვეყანა მე–2 ადგილზეა თავის რეგიონში ხორცისა და ხორბლის წარმოებით, აგრეთვე ბუნებრივ გაზის მარაგითა და ტურიზმისგან მიღებული შემოსავლებით. მაგრამ, ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ეს წაიაღისეული მოიპოვება ძალზე ცოტა – 100 ტონამდე წელიწადში, რაც ძალზე ცოტაა მსოფლიოს მომპოვებელტა პირველ სამეულტან შედარებით. მიხვდით, რა წიაღისეულზეა საუბარი და დაასახელეთ ეს სახელმწიფო!
პასუხი -
ერთხელ ჯონ ფრედერიკმა იხუმრა, რომ “ჯერ კიდევ არ იყო გამშრალი მელანი, ამერიკელებმა კი უკვე თავის ნაციონალურ ლიტერატურაზე დაიწყეს ლაპარაკიო”. კიტხვა: სახელდობრ სად (ან რაზე) არ იყო გამშრალი მელანი?
პასუხი: აშშ–ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ბმული: http://moazrovne.net/q/796პასუხი -
1999 წელს ერთმა კომპანიამ შექმნა რობოტი–გამომცდელი (ისპიტატელ), რომლის მტავარი განსხვავებაც ადამიანისგან, არის 3 ფეხი (და არა 2). მითხარით ძირითადი პროდუქცია, რომლის გამოშვებითაც ცნობილია ეს კომპანია!
პასუხი: ავტომანქანები კომენტარი: Volkswagen–მა გამოუშვა 3–ფეხიანი რობოტი, რომ სამივე პედალზე ერთდროულად ედოს ფეხი. ბმული: http://moazrovne.net/q/797პასუხი -
70–80–იანი წლების მიჯნაზე CIA–მ წამოიწყო კამპანია საბჭოთა სამრეწველო შპიონაჟის წინააღმდეგ: გამიზნულად მასობრივად შექჰონდათ დესტრუქციული ცვლილებები ნახაზებში და პროგრამულ უზრუნველყოფაში. ერთ–ერთი ასეთი პროგრამის გამო, რომლიც შენიღბული იყო, როგორც სისტემური ტესტი, 1982 წელს მოხდა აფეთქება გაზსადენზე ურენგოი–პომარი–უჟგოროდი. რა უწოდეს ამ კომპიუტერულ პროგრამას ავტორებმა?
პასუხი: ტროას ცხენი (ტროიანი) კომენტარი: ეს არის ერთ–ერთი ვერსია, თუ საიდან მიიღეს სახელწოდება ცნობილმა კომპიუტერულმა ვირუსებმა ბმული: http://moazrovne.net/q/798პასუხი -
თანამედროვე მკვლევარებმა შეისწავლეს ცრუ–ს არქივები და აღმოაჩინეს, რომ გფრ–ს სპეცსამსახურებში მრავალად იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც 50–იან წლებში საბჭოთა დაზვერვამ გადაიბირა (დაავერბოვკა). მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ ხსენებულ საბჭოთა აგენტებში ყველაზე დიდ პროცენტს შეადგენდნენ ერთი აღმოსავლეთგერმანული ქალაქის მკვიდრნი. ეტყობა, მათი მთავარი მოტივი იყო შურისძიება. დაასახელეთ ეს ქალაქი!
პასუხი: დრეზდენი კომენტარი: 1945 წლის 13–14 თებერვალს მოკავშირეებმა უმოწყალოდ დაბომბეს დრეზდენი, რასაც წარმოშობით დრეზდენელები ვერ პატიობდნენ ამერიკელებს და ფარულად საბჭოთა კავშირზე მუშაობდნენ ბმული: http://moazrovne.net/q/799პასუხი -
ვიკიპედიის თანახმად, ყველაზე ტანდაბალი ბრიტანელი მონარქი იყო ჩარლზ I. თანაც ეს მანამდე, სანამ ის დარჩა X–ის გარეშე. 1866 წელს ერთმა გამოვიდა წიგნი, რომლის სათარშიც აგრეთვე ფიგურირებდა ადამიანი X–ის გარეშე. მიხვდით რა არის X და დაასახელეთ მწერალი!
პასუხი -
1818 წელს ნიუ–იორკის სასამართლოში განიხილეს ძალზე საინტერესო საქმე. თევზის ქონის ხარისხის მაკონტროლებელი ინსპექტორი ჯეიმს მორისი უჩიოდა ვინმე სემ ჯადს და ითხოვდა, რომ მის კონტროლში შესულიყო აგრეთვე ჯადის მიერ წარმოებადი პროდუქცია. მსაჯულებმა, რომლებიც პროცესის განმავლობაში გაერკვივნენ ზოოლოგიაში, უარი უთხრეს მორისს და მართლებიც იყვნენ. კითხვა: 2 სიტყვით მითხარით ტითი ვაჭრობდა სემ ჯადი?
პასუხი: ვეშაპის ქონით კომენტარი: ვეშაპი მოგეხსენებათ ძუძუმწოვარია, ხოლო ჯეიმს მორისი თევზის ქონის მაკონტროლებელი ინსპექტორი იყო ბმული: http://moazrovne.net/q/801პასუხი -
წარმოუდგენელია, მაგრამ ეს სიმართლეა: ადამიანი გაასამართლეს ყალბი ფულის მოჭრისათვის, მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, შემდგომში შეიცვალეს ის კატორღით, შემდეგში კი ეს ადამიანი გამოსახული იყო ქვეყნის ბანკნოტებზე (ფულზე). რომელი ქვეყნის?
პასუხი: ავსტრალიის კომენტარი: არქიტექტორი ფრენსის გრინვეი გამოსახული იყო ავსტრალიურ 10 დოლარიანზე ბმული: http://moazrovne.net/q/802პასუხი -
რამდენიმე წლის წინ რომის კასილინოს საავადმყოფოში გაიხსნა სუპერტანამედროვე ავტომატური მიმღები ფანჯარა. ფანჯარის წინ (გარედან) დამაგრებულია დიდი კალათა, რომელსაც ავტონომირი გასათბობი სისტემა და მოძრაობის სენსორები აქვს დამონტაჟებული. საავადმყოფოს მიმღები განყოფილების შინაგანაწესში კი წერია, რომ ამ კალათაში სულ რამდენიმე წუთი შეიძლება იდოს, მერე კი უკვე მორიგეს დააჯარიმებენ. ვინ ან რა შეიძლება იდოს ამ კალათში სულ რამდენიმე წუთი?
პასუხი: მიგდებული ბავშვი (პოდკიდიშ) კომენტარი: თუ მორიგემ ვერ შეამჩნია, რომ ბავშვი 3 წუთზე მეტი ხანია კალათში წევს – მას ეცხადება საყვედური ბმული: http://moazrovne.net/q/803პასუხი -
შეკითხვა #804 © გიორგი მოსიძე
ა.წ. 20 თებერვალს გაზეთ “სარბიელში” გამოქვეყნდა სტატია, რომელიც მიეძღვნა ესპანელ მწვრთნელს, ხავიერ კლემენტეს და მის შესაძლო სამუშაოზე ერთ არაევროპულ ქვეყანაში. საბოლოოდ კლემენტემ უარი თქვა ამ ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაზე. სტატიის სათაურში გამოტანილი იქნა 3 სიტყვა, რომელიც აღებული იყო ცნობილი პოემის პროლოგიდან. დაწერეთ ეს სამი სიტყვა!
პასუხი: ესე ამბავი სპარსული ბმული: http://moazrovne.net/q/804პასუხი -
ახლახანს მე წავიკითხე ამერიკელი ფანტასტი მწერლის მოთხრობა „კლაუს დაფის სული“ (დუშა კლაუსა დაფი), რომელშიც აღწერილია ადამიანის განვითარების ახალი საფეხური: ჰომო ნოვუს (ახლა ვართ ჰომო საპიენს). მითხარით რომელ ორ სიტყვას ოყენებენ ეს ჰომო ნოვუსები ნაცვლად ცნებებისა „მოსმენა“ და „გადაადგილება“. გაითვალისწინეთ, რომ ორივე სიტყვაში პირველი 5 ასო ერთი და იგივეა!
პასუხი: ტელეპათია და ტელეპორტაცია ბმული: http://moazrovne.net/q/805პასუხი
- პაკეტის კომენტარები: