შეკითხვა #776
-
თენგიზ კვირკველიას წიგნის „ძველთბილისური დასახელებანი“ თანახმად, მდინარე მტკვრის ახლოს განლაგებული, თავის დროზე გაუვალი ჭაობებით დაფარული ეს ტერიტორია შიშს გვრიდა ადამიანებს. ხალხში გავრცელებული იყო რწმენა, რომ ამ მიდამოებში ბოროტი სულები ბინადრობდნენ. ეს ტერიტორია თბილისს ოფიციალურად 1962 წელს შეუერთდა. დაასახელეთ ეს უბანი!
პასუხი: ავჭალა კომენტარი: მგზავრები ცდილობდნენ გაცლოდნენ ამ ადგილს, რომელსაც ძველთაგან „ავი ჭალის“ სახელი ეწოდა. წყარო: გ.შაყულაშვილი, „ჩვენი სულიერი ცხოვრების ანომალიები“, თბილისი, 2001, გვ.20-21 პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/776 გაზიარება:პასუხი