შეკითხვა #778
-
როდესაც ავსტრალიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ დაქირავებული პოლინეზიელი მუშები, მათ თან ჩამოიტანეს რამდენიმე ლურსმანი. შემდგომ, მათ ამ ლურსმნებს უქნეს იგივე, რაც საბჭოთა მწერლის მიერ შექმნილმა ერთმა ზღაპრულმა პერსონაჟმა უქნა რამდენიმე ლითონის ნივთს. დაასახელეთ ეს ზღაპრული პერსონაჟი!
პასუხი: ბურატინო კომენტარი: ბურატინომ დამარხა მონეტები მიწაში, რათა უფრო მეტი ამოსულიყო; პოლინეზიელებმაც ჩაფლეს ლურსმნები მიწაში, იქნებ კიდევ ამოვიდესო პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/778 გაზიარება:პასუხი