შეკითხვა #794
-
1835 წელს ერთმა ფრანგმა არისტოკრატმა დაწერა წიგნი „ბილიარდის მათემატიკური თეორია“. ამ წიგნში მან განავრცო დიდი თეორია, რომელსაც თვალსაჩინოდ ადასტურებს ერთი ხელსაწყო. ეს ხელსაწყო მოხსენიებულია სხვა წიგნის სათაურში. დაასახელეთ ამ მეორე წიგნის ავტორი!
პასუხი: უმბერტო ეკო კომენტარი: აკვირდებოდა რა ბილიარდის შარების მოძრაობას, გუსტავ გასპარ კორიოლისმა აღმოაჩინა ეფექტი, რომლის თვალსაჩინო დადასტურებასაც წარმოადგენს „ფუკოს ქანქარა“. 1988 წელს ეკომ დაწერა რომანი „ფუკოს ქანქარა“. პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/794 გაზიარება:პასუხი