შეკითხვა #799
-
თანამედროვე მკვლევარებმა შეისწავლეს ცრუ–ს არქივები და აღმოაჩინეს, რომ გფრ–ს სპეცსამსახურებში მრავალად იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც 50–იან წლებში საბჭოთა დაზვერვამ გადაიბირა (დაავერბოვკა). მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ ხსენებულ საბჭოთა აგენტებში ყველაზე დიდ პროცენტს შეადგენდნენ ერთი აღმოსავლეთგერმანული ქალაქის მკვიდრნი. ეტყობა, მათი მთავარი მოტივი იყო შურისძიება. დაასახელეთ ეს ქალაქი!
პასუხი: დრეზდენი კომენტარი: 1945 წლის 13–14 თებერვალს მოკავშირეებმა უმოწყალოდ დაბომბეს დრეზდენი, რასაც წარმოშობით დრეზდენელები ვერ პატიობდნენ ამერიკელებს და ფარულად საბჭოთა კავშირზე მუშაობდნენ პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/799 გაზიარება:პასუხი