შეკითხვა #801
-
1818 წელს ნიუ–იორკის სასამართლოში განიხილეს ძალზე საინტერესო საქმე. თევზის ქონის ხარისხის მაკონტროლებელი ინსპექტორი ჯეიმს მორისი უჩიოდა ვინმე სემ ჯადს და ითხოვდა, რომ მის კონტროლში შესულიყო აგრეთვე ჯადის მიერ წარმოებადი პროდუქცია. მსაჯულებმა, რომლებიც პროცესის განმავლობაში გაერკვივნენ ზოოლოგიაში, უარი უთხრეს მორისს და მართლებიც იყვნენ. კითხვა: 2 სიტყვით მითხარით ტითი ვაჭრობდა სემ ჯადი?
პასუხი: ვეშაპის ქონით კომენტარი: ვეშაპი მოგეხსენებათ ძუძუმწოვარია, ხოლო ჯეიმს მორისი თევზის ქონის მაკონტროლებელი ინსპექტორი იყო პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/801 გაზიარება:პასუხი