შეკითხვა #806
-
2005 წელს აშშ–ში მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომლის მიხედვით, ფლორიდის შტატში ნებისმიერ ადამიანს ეძლევა უფლება, თავდაცვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნას პოტენციურ თავდამსხმელს. კანონპროექტს გამოუჩნდა მრავალი მოწინააღმდეგე, რომლებიც თვლიან, რომ კანონი ეფექტური არ იქნება და შესაძლებელია მეტი სისხლისღვრაც კი გამოიწვიოს. ახალ კანონს ხალხმა დაანათლა სახელი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ შექმნილი ნაწარმოების სათაურს ემთხვევა. დაასახელეთ ამ ნაწარმოების სახელწოდება.
პასუხი: Kill Bill კომენტარი: სახელწოდება აგებულია სიტყვათა თამაშზე. სათაური შეიძლება ითარგმნოს როგორც „მოკალი ბილი“ (ტარანტინოს სისხლიანი ფილმი), ასევე როგორც „მკვლელი კანონი“. წყარო: www.timesonline.co.uk/tol/news/world/article377928 პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/806 გაზიარება:პასუხი