თბილისის 37-ე ჩემპიონატი
I ტური
სუპერ ლიგა
12 ოქტომბერი, 2008
-
შეკითხვა #806 © ირაკლი ნაზღაიძე
2005 წელს აშშ–ში მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომლის მიხედვით, ფლორიდის შტატში ნებისმიერ ადამიანს ეძლევა უფლება, თავდაცვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნას პოტენციურ თავდამსხმელს. კანონპროექტს გამოუჩნდა მრავალი მოწინააღმდეგე, რომლებიც თვლიან, რომ კანონი ეფექტური არ იქნება და შესაძლებელია მეტი სისხლისღვრაც კი გამოიწვიოს. ახალ კანონს ხალხმა დაანათლა სახელი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ შექმნილი ნაწარმოების სათაურს ემთხვევა. დაასახელეთ ამ ნაწარმოების სახელწოდება.
პასუხი: Kill Bill კომენტარი: სახელწოდება აგებულია სიტყვათა თამაშზე. სათაური შეიძლება ითარგმნოს როგორც „მოკალი ბილი“ (ტარანტინოს სისხლიანი ფილმი), ასევე როგორც „მკვლელი კანონი“. წყარო: www.timesonline.co.uk/tol/news/world/article377928 ბმული: http://moazrovne.net/q/806პასუხი -
შეკითხვა #807 © ირაკლი ნაზღაიძე
ბორის აკუნინის ერთ–ერთ ნაწარმოებში მოხსენიებულია ტერორისტული ორგანიზაცია. ორგანიზაციის წევრებს შორის არის ორი სტუდენტი ქიმიკოსი, რომელთა უშუალო მოვალეობა აფეთქებების მოწყობაა. ახალგაზრდა ქიმიკოსებმა ორი რეალური პიროვნების პატივსაცემოდ აირჩიეს მეტსახელები. დაასახელეთ ეს ორი ისტორიული პიროვნება, თუ ცნობილია, რომ ერთი მათგანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIV საუკუნეში, ხოლო მეორე კი მათი თანამედროვე იყო!
პასუხი: ბერთოლდ შვარცი, ალფრედ ნობელი კომენტარი: შვარცი ითვლება დენთის, ხოლო ნობელი დინამიტის შემქმნელად. წყარო: www.lib.ru/RUSS_DETEKTIW/BAKUNIN/akunin10.txt ბმული: http://moazrovne.net/q/807პასუხი -
შეკითხვა #808 © ირაკლი ნაზღაიძე
2007 წლის 12 სექტემბერს, ნოვოსიბირსკის ჰესზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრეთა დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა ლოკალიზებული. მიუხედავად ამისა მაინც მოხდა ეკოლოგიური დაბინძურება. ამასთან დაკავშირებით, ერთ–ერთ რუსულ საიტზე გამოჩნდა სტატია, რომლის სათაური ემთხვეოდა 1972 წელს, რამდენიმე ინგლისელის მიერ შექმნილი ნაწარმოების სახელწოდებას. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
პასუხი: Smoke on the Water კომენტარი: ხანძრის შედეგად მდინარე ობი დაბინძურდა. დაბინძურდა ასევე ჰაერიც, რომელიც ბოლით და კვამლით გაიჟღინთა. საუბარია ჯგუფ Deep Purple–ს ცნობილ სიმღერაზე "Smoke on the Water". წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/808პასუხი -
შეკითხვა #809 © ირაკლი ნაზღაიძე
თქვენს წინაშეა დათო მაღრაძის ლექსის უკანსკნელი სტროფი:
„კინოფესტივალს მოაქვს დიდება,
კანის კანონსაც აუფრენ მუზებს,
Comment-ის ნაცვლად დაეკიდება
დაფა - "No Comment" გაღეღილ გულზე“.
მიხვდით რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვა “comment”–ით და დაასახელეთ გამოჩენილი ხელოვანი, რომელსაც მიუძღვნა ავტორმა ეს ლექსი.პასუხი: სერგო ფარაჯანოვი კომენტარი: სიტყვა comment–ით შეცვლილია სიტყვა Smoking. როგორც ცნობილია კანის ფესტივალზე ყოფნისას, სერგო ფარაჯანოვმა სმოკინგის უქონლობის გამო, მოხსნა კედლიდან წარწერა "No Smoking" და ისე შევიდა ფესტივალზე. წყარო: www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/poezia/dato%20magradze/magradzendex.html ბმული: http://moazrovne.net/q/809პასუხი -
შეკითხვა #810 © ვახტანგ ელერდაშვილი
ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული სულ ცნობილი იყო რამოდენიმე ლითონი: ოქრო, ვერცხლი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია. XV საუკუნეში, დადგინდა რომ სტიბიუმი, იგივე სურმა, ბუნებაში გვხვდება ასევე ლითონის სახითაც, მიუხედავად ამისა ალქიმიკოსები მაინც ჯიუტად უარს აცხადებდნენ მის ლითონად აღიარებაზე. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ იმ დროისათვის მათ სტიბიუმისათვის ვერ მოძებნეს შესაბამისი “წყარო”, ყველა არსებული “წყარო” კი უკვე დაკავებული ჰქონდათ დანარჩენ ლითონებს. თუ მიხვდით რა იგულისხმება “წყარო”–ში, დაასახელეთ ვერცხლისწყლის შესაბამისი “წყარო”–ს სახელწოდება.
პასუხი: მერკური კომენტარი: ძველმა ეგვიპტელებმა მოახდინეს შვიდი ცთომილის, ურთიერთცალსახა დაკავშირება ლითონებთან: ოქრო-მზე, ვერცხლი-მთვარე, ვერცხლისწყალი-მერკური, სპილენძი-ვენერა, რკინა-მარსი, კალა-იუპიტერი, ტყვია-სატურნი. სტიბიუმისათვის კი მერვე ცთომილი მათ ცაზე ვერ მოძებნეს. წყარო: ბ. ნეკრასოვი “ზოგადი ქიმიის კურსი” ბმული: http://moazrovne.net/q/810პასუხი -
შეკითხვა #811 © ვახტანგ ელერდაშვილი
1559 წელს მაკაოს დროებითმა კომენდანტმა ეს ადამიანი ამხილა სამსახურეობრივი მოვალეობების გადამეტებაში, რის შემდეგაც იგი დააპატიმრეს და გოაში გემით გაამგზავრეს. მდინარე მეკონგის შესართავთან გემი ჩაიძირა, რის შედეგად ფსკერისკენ წავიდა ყველაფერი, გარდა ხელნაწერისა, რომელიც მან ნაპირზე ძლივსძლივობით უვნებელი გამოიტანა. ამის შემდეგ იგი გაემგზავრა მოზამბიკში, სადაც ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. არ გეკითხებით ამ ადამიანის ვინაობას, დაასახელეთ სახელწოდება, რომლითაც დღესდღეობით ცნობილია ზემოთხსენებული ხელნაწერი.
პასუხი: ლუზიადები კომენტარი: საუბარია ლუიშ დე კამოენსზე და მის ეპიკურ პოემაზე. მაკაო და მოზამბიკი პორტუგალიის კოლონიები იყო, სადაც პორტუგალიელი პოეტი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. წყარო: Большая энциклопедия Кирилла и Мефодия 2005 ბმული: http://moazrovne.net/q/811პასუხი -
შეკითხვა #812 © ირაკლი ნაზღაიძე
ერთ–ერთი წყაროს მიხედვით, ის გახდა ცნობილი წყვილის დისლოკაციის ადგილის შეცვლის მიზეზი. სხვა წყაროს თანახმად, ის ათ წლიანი ომის მიზეზი გახდა. აგრეთვე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი დახმარებით განხორციელდა დიდი აღმოჩენა. დაასახელეთ ორი სეხნიის გვარი, რომელთაც მან მილიონობით დოლარი მოუტანა.
პასუხი: ვოზნიაკი და ჯობსი კომენტარი: ვაშლი გახდა ადამის და ევას ედემიდან გამოძევების მიზეზი. განხეთქილების ვაშლის გამო დაიწყო ტროას ომი. ნიუტონს თავზე დაეცა ვაშლი და აღმოჩენილ იქნა მიზიდულობის კანონი. ბმული: http://moazrovne.net/q/812პასუხი -
შეკითხვა #813 © ირაკლი ნაზღაიძე
ეს პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 32 ათას მოსახლეს ითვლის, ყოველწლიურად ასობით ათას ტურისტს მასპინძლობს. საბანაო სეზონის დროს, როდესაც ტურისტების რაოდენობა პიკს აღწევს, ქალაქი აქტიური ღამის ცხოვრების რიტმზე გადადის, რაც თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებისათვის მისწრებაა და ამის გამო ქალაქს ხშირად ხუმრობით “საწოლ ოთახს” ეძახიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალაქს ტურისტები ისტორიული ძეგლების სანახავადაც სტუმრობენ, რაც არ არის გასაკვირი ვინაიდან შვიდიდან ერთ–ერთი ხომ ამ ქალაქშია. დაასახელეთ ამ ქალაქის თანამედროვე სახელწოდება.
პასუხი: ბოდრუმი კომენტარი: ბოდრუმი (ძველი ჰალიკარნასი) თურქეთის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია. ბოდრუმს ხუმრობით მოიხსენიებენ, როგორც "Bedroom". აქვე განლაგებულია ჰალიკარნასის მავზოლეუმის ნანგრევები. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/813პასუხი -
შეკითხვა #814 © ირაკლი ნაზღაიძე
პროსპერ მერიმეს ერთ–ერთი ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ჟიული დე შავერნი ქორწინების დღიდან სულ რამოდენიმე თვეში ხვდება, რომ მან დაუშვა შეცდომა, როდესაც მუსიე შავერნის დათანხმდა ცოლობაზე და იჩენს საყვარელს. თუმცა ნოველის ბოლოში ირკვევა, რომ მთავარ გმირს ამ საკითხშიც არ გაუმართლა და იგი საბოლოოდ იღუპება. ნოველის სახელწოდება რუსულ თარგმანში, ემთხვევა სპორტულ ტერმინს. დაასახელეთ სპორტის სახეობა, რომელშიც გამოიყენება ეს ტერმინი.
პასუხი: ჩოგბურთი კომენტარი: რუსულ თარგმანში ნოველის სახელწოდებაა “Двойная ошибка”. წყარო: lib.ru/INOOLD/MERIME/db_fault.txt ბმული: http://moazrovne.net/q/814პასუხი -
შეკითხვა #815 © ირაკლი ნაზღაიძე
ერთ–ერთ წიგნში, რომელშიც მოთხრობილია ამ ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა ნათქვამია, რომ იგი თავის მეუღლეს მოიხსენიებდა სიტყვით “It”, რაც როგორც მოგეხსენებათ საშუალო სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელია და ქალბატონის მიმართ მისი გამოყენება რბილად, რომ ვთქვათ არ არის ლამაზი. თუმცა წიგნში აგრეთვე ნათქვამია, რომ მის მეზობლად ცხოვრობდა დისიდენტი სსრკ–დან, რომელთანაც ამ ცნობილ ადამიანს საკმაოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ამ ფაქტზე დაყრდნობით წიგნის ავტორი გამოთქვავს მოსაზრებას, რომ ზუსტად ეს იყო ამ ერთი შეხედვით ცინიკური მიმართვის მიზეზი. დაასახელეთ ცნობილი პიროვნება, რომელსაც ეძღვნება ზემოთხსენებული წიგნი.
პასუხი: ჯონ ლენონი კომენტარი: წიგნის ავტორი ვარაუდობს, რომ სსრკ–დან გაქცეული დისიდენტისგან, ლენონმა შეიტყო, რომ მისი მეუღლის გვარი “Оно”, რუსულად აღნიშნავს იგივეს, რასაც ინგლისური “It”. წყარო: ЖЗЛ №1110 «Джон Леннон» ბმული: http://moazrovne.net/q/815პასუხი -
შეკითხვა #816 © ირაკლი ნაზღაიძე
დამტკიცებულია, რომ, ამ კუნძულზე ჩვენს წელთა აღრიცხვამდე IV ათასწლეულში, ადამიანმა დიდი რაოდენობით აღმოაჩინა ლითონი და დაიწყო მისი გამოყენება. ბევრი თქვენთაგანისათვის კი ცნობილია ამ კუნძულზე დატრიალებული ტრაგედია, რომელსაც კუნძულის მმართველი შეეწირა. არ გეკითხებით რომელ კუნძულზეა საუბარი, დაასახელეთ ზემოთხსენებული ლითონი, რომელმაც ერთ–ერთი ვერსიის თანახმად ამ კუნძულისგან მიიღო სახელწოდება.
პასუხი: სპილენძი კომენტარი: საუბარია კვიპროსზე. კვიპროსზე ვითარდება შექსპირის ტრაგედია “ოტელო”. სპილენძის ლათინური სახელწოდება (Cuprum) მომდინარეობს კუნძულის სახელწოდებიდან (Cuprus). წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Отелло
- Большая энциклопедия Кирилла и Мефодия 2005
პასუხი -
შეკითხვა #817 © ირაკლი ნაზღაიძე
ყურადღება, კითხვაში საუბარი იქნება რეალურად არსებულ კუნძულზე! კუნძული ჯერბა, რომელიც განლაგებულია ხმელთაშუა ზღვაში, ტუნისის ნაპირებიდან 2 კმ–ში, ძალიან მდიდარია თავისი ფლორით. კუნძულზე გავრცელებულია მცენარე Nymphaea caerulea, რომლის ყვავილებს ფსიქოტროპული ზემოქმედება ახასიათებთ. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ Nymphaea caerulea–ს მეორე, ჩვენთვის უფრო კარგად ნაცნობი სახელწოდება.
პასუხი: ლოტოსი (ეგვიპტური ლოტოსი) კომენტარი: მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი ლოტოფაგების მითიური კუნძულის პროტოტიპი ზემოთხსენებული კუნძული ჯერბაა. როგორც “ოდისეადან” არის ცნობილი, ლოტოფაგები მიირთმევდნენ ლოტოსის ყვავილებს და რეალობის აღქმას კარგავდნენ. წყარო: www.vokrugsveta.ru/quiz/515/ ბმული: http://moazrovne.net/q/817პასუხი -
შეკითხვა #818 © ირაკლი ნაზღაიძე
ამ პროდუქციის წარმოების მხრივ დღეისათვის მსოფლიოში მეორე ადგილი, 1931 წელს ვინმე სიოძირო იშიბაშის მიერ დაარსებულ კომპანიას უკავია. ამავე პროდუქციის წარმოებაში კი ლიდერის პოზიცია უჭირავს 1889 წელს, ძმების ედუარის და ანდრეს მიერ საფრანგეთში დაარსებულ კომპანიას. დაასახელეთ ძმების, ედუარის და ანდრეს გვარი, თუ ცნობილია, რომ იაპონურად სიტყვა ბაში ნიშნავს “ხიდს”.
პასუხი: მიშლენი კომენტარი: ძმებმა ედუარ და ანდრე მიშლენებმა დააფუძნეს საბურავების მწარმოებელი კომპანია “Michelin” რომელსაც პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში. მეორე ადგილზე იმყოფება საბურავების მწარმოებელი იაპონური კომპანია “Bridgestone”, რომლის სახელწოდება მისი დამაარსებლის გვარის ინგლისურზე თარგმანს წარმოადგენს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/818პასუხი -
შეკითხვა #819 © ირაკლი ნაზღაიძე
ინგლისელი ისტორიკოსი სტივენ ტერნბული (Turnbull), რომლის სპეციალიზაციას აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება წარმოადგენს, თავისი წიგნის ერთ–ერთ თავში მოგვითხრობს სამურაების ჩამოყალიბების ისტორიას. ისტორიკოსი თვლის, რომ სამურაების, როგორც ცალკე კლასის ჩამოყალიბებას ორმა, პირველმა – უფრო მისტიურმა, ხოლო მეორემ – წმინდა ეთიკურმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. დაასახელეთ ორი, ერთ ასოზე დაწყებული სიტყვა, რომლითაც წიგნის ავტორმა დაასათაურა წიგნის ეს თავი.
პასუხი: ბუდა, ბუსი(დო) კომენტარი: თავის სათაურია “ბუდა და ბუსი”. მისტიური – ბუდა, ეთიკური – ბუსი(დო). წყარო: Стивен Тернбулл «Самураи. Военная история» ბმული: http://moazrovne.net/q/819პასუხი -
შეკითხვა #820 © ირაკლი ნაზღაიძე
პირველის შესახებ უოლტერ უინჩელმა თქვა, რომ “ეს არის ლამაზად გაფორმებული უცნობი ფაქტების კრებული, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცის და არც არავის აინტერესებს”. რაც შეეხება მეორეს, საფირ მორიც–ჰოტლიბის აზრით ეს არის ქალის სინდისი, ვინაიდან ქალი არაფერს აკეთებს მასთან შეუთანხმებლად. თქვენ კი ერთი წუთის შემდეგ უნდა დაასახელეთ ის, რაც პირველად გამოჩნდა 1947 წლის 4 იანვარს ჰანოვერში.
პასუხი: ჟურნალი „შპიგელი“ კომენტარი: უინჩელი ამბობდა ჟურნალზე, საფირ მორიც–ჰოტლიბს მხედველობაში ჰქონდა სარკე. შპიგელ გერმანულად არის სარკე. წყარო:- de.wikipedia.org/wiki/Der_Spiegel
- В.Н. Зубков «Мудрость тысячелетий от А до Я»
პასუხი -
შეკითხვა #821 © ირაკლი ნაზღაიძე
ქიმიური ელემენტი ტელური აღმოჩენილ იქნა 1782 წელს და მისი სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან “tellus” რაც დედამიწას ნიშნავს. 1817 წელს გამოჩენილმა შვედმა ქიმიკოსმა ბერცელიუსმა აღმოაჩინა მსგავსი ქიმიური თვისებების მქონე ახალი ელემენტი, რომელმაც მენდელეევის სისტემაში 34–ე ადგილი დაიკავა. მსგავსების გარდა აღსანიშნავია, რომ ბუნებაში ძალიან ხშირად ეს ელემენტი ტელურთან ერთად მოიპოვება, რამაც განაპირობა კიდეც მისი სახელწოდება. დაასახელეთ სახელწოდება, რომელიც ბერცელიუსმა მის მიერ აღმოჩენილ ელემენტს დაანათლა.
პასუხი: სელენი კომენტარი: სელენი (ბერძ. selene – მთვარე) მოიპოვება ტელურთან ერთად, ანუ ფაქტიურად მისი თანამგზავრია. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/821პასუხი -
შეკითხვა #822 © ირაკლი ნაზღაიძე
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე, ამერიკელი მწერლის, მაიკლ სუენვიკის ერთ–ერთი წიგნი შესდგება ასზე მეტი მინიატურისაგან. მეათე მინიატურაში, ავტორი საუბრობს ლას–ვეგასზე და მის განათებაზე. მეთოთხმეტეში საუბარია თანამეროვე ქალებზე, რომელთაც ავტორის აზრით ბუნებრივი სილამაზე აქვთ დაკარგული და ცდილობენ ხელოვნური გზებით მოაწონონ მამაკაცებს თავი. მეჩვიდმეტეში საუბარია იმაზე, თუ როგორ ებრძვიან მეცნიერები საცურაო აუზში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს. დაასახელეთ პიროვნება, რომლის ნაშრომის საფუძველზეც მაიკლ სუენვიკმა შექმნა თავისი წიგნი.
პასუხი: მენდელეევი კომენტარი: წიგნი ეძღვნება 118 ქიმიურ ელემენტს. მეათე – ნეონი, მეთოთხმეტე – სილიციუმი, მეჩვიდმეტე – ქლორი. წყარო: Майкл Суэнвик, «Периодическая таблица научной фантастики» ბმული: http://moazrovne.net/q/822პასუხი -
შეკითხვა #823 © ვახტანგ ელერდაშვილი
როდესაც ამ ადამიანს შესთავაზეს, თავისი კომპანიის ლოგოტიპი შეეცვალა შვეიცარიული ჯვარით, მან უპასუხა: “ჯვარი ვერ შეცვლის ჩემს საცხოვრებელ ადგილს, ვინაიდან ის არა მხოლოდ საფირმო ნიშანია, არამედ ჩემი ოჯახის საგვარეულო გერბიაო”. შვეიცარიული კომპანია “Herzog und de Meuron Architekten”-ის დაპროექტებული “საცხოვრებელი ადგილი” კი 2008 წლიდან ერთი დედაქალაქის სიმბოლოდ იქცა. მიხვდით რა იგულისხმება “საცხოვრებელ ადგილში” და დაასახელეთ ეს დედაქალაქი.
პასუხი: პეკინი კომენტარი: საუბარია “ჩიტის ბუდეზე”. კომპანია ნესტლეს დამაარსებელი ანრი ნესტლე ამბობდა ასე კომპანიის ლოგოზე. პეკინის ოლიმპიური სტადიონი “ჩიტის ბუდე” შვეიცარიული კომპანია “Herzog und de Meuron Architekten”-ის დაპროექტებულია. წყარო: www.type-market.ru/tmsite.php?menu=zametki&pod ბმული: http://moazrovne.net/q/823პასუხი -
შეკითხვა #824 © ირაკლი ნაზღაიძე
XVIII საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მწერალი ქალი, შარლოტა აისე წარმოშობით იყო ჩერქეზი თავადის ოჯახიდან, რომლის სასახლის ძარცვის დროს, თურქებმა ბავშვი გაიტაცეს და სტამბოლის ბაზარში მიჰყიდეს ფრანგ დიპლომატს. რუსულმა ჟურნალმა «Совершенно секретно» ამ ფაქტს მიუძღვნა სტატია, რომლის სათაურის პირველი ნაწილი ემთხვევა 1966 წელს შექმნილი ნაწარმოების სათაურის პირველ ნაწილს. დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.
პასუხი: ლეონიდ გაიდაი კომენტარი: სტატიას ერქვა «Кавказская пленница или Тайна мадемуазель Аиссе». 1966 წელს ლეონიდ გაიდაიმ გადაიღო ფილმი «Кавказская пленница, или Новые приключения Шурика» წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/824პასუხი -
შეკითხვა #825 © ირაკლი ნაზღაიძე
შესაძლებელია ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის რა არის პორფირია. ეს არის ძალზედ იშვიათი დაავადება, რომელიც გამოწვეულია გენური პათოლოგიით. ამ სენით დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ კანის გაფერმკრთალება და დანაოჭება. გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყება დაჩირქება და ზედაპირი იფარება წყლულებით. მყესების დეფორმირების შედეგად თითები იბრიცება. აგრეთვე დეფორმაციას განიცდის ცხვირი და ყურები. დაასახელეთ XV საუკუნეში მოღვაწე ისტორიული პირი, რომელიც მეცნიერთა აზრით ზუსტად ამ სენით იყო დაავადებული.
პასუხი: ვლად ცეპეში (დრაკულა) კომენტარი: ვარაუდობენ, რომ ზუსტად ეს დაავადება იყო მიზეზი იმ მისტიციზმისა, რომელიც მიეწერება ცნობილ გრაფს. აღსანიშნავია, რომ პორფირიით დაავადებული ხალხი განიცდის აუტანელ ტკივილს მზის სინათლეზე. წყარო: www.vokrugsveta.ru/quiz/189 ბმული: http://moazrovne.net/q/825პასუხი
- პაკეტის კომენტარები: