შეკითხვა #807
-
ბორის აკუნინის ერთ–ერთ ნაწარმოებში მოხსენიებულია ტერორისტული ორგანიზაცია. ორგანიზაციის წევრებს შორის არის ორი სტუდენტი ქიმიკოსი, რომელთა უშუალო მოვალეობა აფეთქებების მოწყობაა. ახალგაზრდა ქიმიკოსებმა ორი რეალური პიროვნების პატივსაცემოდ აირჩიეს მეტსახელები. დაასახელეთ ეს ორი ისტორიული პიროვნება, თუ ცნობილია, რომ ერთი მათგანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIV საუკუნეში, ხოლო მეორე კი მათი თანამედროვე იყო!
პასუხი: ბერთოლდ შვარცი, ალფრედ ნობელი კომენტარი: შვარცი ითვლება დენთის, ხოლო ნობელი დინამიტის შემქმნელად. წყარო: www.lib.ru/RUSS_DETEKTIW/BAKUNIN/akunin10.txt პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/807 გაზიარება:პასუხი