შეკითხვა #809
-
თქვენს წინაშეა დათო მაღრაძის ლექსის უკანსკნელი სტროფი:
„კინოფესტივალს მოაქვს დიდება,
კანის კანონსაც აუფრენ მუზებს,
Comment-ის ნაცვლად დაეკიდება
დაფა - "No Comment" გაღეღილ გულზე“.
მიხვდით რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვა “comment”–ით და დაასახელეთ გამოჩენილი ხელოვანი, რომელსაც მიუძღვნა ავტორმა ეს ლექსი.პასუხი: სერგო ფარაჯანოვი კომენტარი: სიტყვა comment–ით შეცვლილია სიტყვა Smoking. როგორც ცნობილია კანის ფესტივალზე ყოფნისას, სერგო ფარაჯანოვმა სმოკინგის უქონლობის გამო, მოხსნა კედლიდან წარწერა "No Smoking" და ისე შევიდა ფესტივალზე. წყარო: www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/poezia/dato%20magradze/magradzendex.html პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/809 გაზიარება:პასუხი