შეკითხვა #810
-
ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული სულ ცნობილი იყო რამოდენიმე ლითონი: ოქრო, ვერცხლი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია. XV საუკუნეში, დადგინდა რომ სტიბიუმი, იგივე სურმა, ბუნებაში გვხვდება ასევე ლითონის სახითაც, მიუხედავად ამისა ალქიმიკოსები მაინც ჯიუტად უარს აცხადებდნენ მის ლითონად აღიარებაზე. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ იმ დროისათვის მათ სტიბიუმისათვის ვერ მოძებნეს შესაბამისი “წყარო”, ყველა არსებული “წყარო” კი უკვე დაკავებული ჰქონდათ დანარჩენ ლითონებს. თუ მიხვდით რა იგულისხმება “წყარო”–ში, დაასახელეთ ვერცხლისწყლის შესაბამისი “წყარო”–ს სახელწოდება.
პასუხი: მერკური კომენტარი: ძველმა ეგვიპტელებმა მოახდინეს შვიდი ცთომილის, ურთიერთცალსახა დაკავშირება ლითონებთან: ოქრო-მზე, ვერცხლი-მთვარე, ვერცხლისწყალი-მერკური, სპილენძი-ვენერა, რკინა-მარსი, კალა-იუპიტერი, ტყვია-სატურნი. სტიბიუმისათვის კი მერვე ცთომილი მათ ცაზე ვერ მოძებნეს. წყარო: ბ. ნეკრასოვი “ზოგადი ქიმიის კურსი” პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/810 გაზიარება:პასუხი