შეკითხვა #811
-
1559 წელს მაკაოს დროებითმა კომენდანტმა ეს ადამიანი ამხილა სამსახურეობრივი მოვალეობების გადამეტებაში, რის შემდეგაც იგი დააპატიმრეს და გოაში გემით გაამგზავრეს. მდინარე მეკონგის შესართავთან გემი ჩაიძირა, რის შედეგად ფსკერისკენ წავიდა ყველაფერი, გარდა ხელნაწერისა, რომელიც მან ნაპირზე ძლივსძლივობით უვნებელი გამოიტანა. ამის შემდეგ იგი გაემგზავრა მოზამბიკში, სადაც ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. არ გეკითხებით ამ ადამიანის ვინაობას, დაასახელეთ სახელწოდება, რომლითაც დღესდღეობით ცნობილია ზემოთხსენებული ხელნაწერი.
პასუხი: ლუზიადები კომენტარი: საუბარია ლუიშ დე კამოენსზე და მის ეპიკურ პოემაზე. მაკაო და მოზამბიკი პორტუგალიის კოლონიები იყო, სადაც პორტუგალიელი პოეტი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. წყარო: Большая энциклопедия Кирилла и Мефодия 2005 პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/811 გაზიარება:პასუხი