შეკითხვა #812
-
ერთ–ერთი წყაროს მიხედვით, ის გახდა ცნობილი წყვილის დისლოკაციის ადგილის შეცვლის მიზეზი. სხვა წყაროს თანახმად, ის ათ წლიანი ომის მიზეზი გახდა. აგრეთვე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი დახმარებით განხორციელდა დიდი აღმოჩენა. დაასახელეთ ორი სეხნიის გვარი, რომელთაც მან მილიონობით დოლარი მოუტანა.
პასუხი: ვოზნიაკი და ჯობსი კომენტარი: ვაშლი გახდა ადამის და ევას ედემიდან გამოძევების მიზეზი. განხეთქილების ვაშლის გამო დაიწყო ტროას ომი. ნიუტონს თავზე დაეცა ვაშლი და აღმოჩენილ იქნა მიზიდულობის კანონი. პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/812 გაზიარება:პასუხი