შეკითხვა #813
-
ეს პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 32 ათას მოსახლეს ითვლის, ყოველწლიურად ასობით ათას ტურისტს მასპინძლობს. საბანაო სეზონის დროს, როდესაც ტურისტების რაოდენობა პიკს აღწევს, ქალაქი აქტიური ღამის ცხოვრების რიტმზე გადადის, რაც თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებისათვის მისწრებაა და ამის გამო ქალაქს ხშირად ხუმრობით “საწოლ ოთახს” ეძახიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალაქს ტურისტები ისტორიული ძეგლების სანახავადაც სტუმრობენ, რაც არ არის გასაკვირი ვინაიდან შვიდიდან ერთ–ერთი ხომ ამ ქალაქშია. დაასახელეთ ამ ქალაქის თანამედროვე სახელწოდება.
პასუხი: ბოდრუმი კომენტარი: ბოდრუმი (ძველი ჰალიკარნასი) თურქეთის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია. ბოდრუმს ხუმრობით მოიხსენიებენ, როგორც "Bedroom". აქვე განლაგებულია ჰალიკარნასის მავზოლეუმის ნანგრევები. წყარო: პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/813 გაზიარება:პასუხი