შეკითხვა #814
-
პროსპერ მერიმეს ერთ–ერთი ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ჟიული დე შავერნი ქორწინების დღიდან სულ რამოდენიმე თვეში ხვდება, რომ მან დაუშვა შეცდომა, როდესაც მუსიე შავერნის დათანხმდა ცოლობაზე და იჩენს საყვარელს. თუმცა ნოველის ბოლოში ირკვევა, რომ მთავარ გმირს ამ საკითხშიც არ გაუმართლა და იგი საბოლოოდ იღუპება. ნოველის სახელწოდება რუსულ თარგმანში, ემთხვევა სპორტულ ტერმინს. დაასახელეთ სპორტის სახეობა, რომელშიც გამოიყენება ეს ტერმინი.
პასუხი: ჩოგბურთი კომენტარი: რუსულ თარგმანში ნოველის სახელწოდებაა “Двойная ошибка”. წყარო: lib.ru/INOOLD/MERIME/db_fault.txt პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/814 გაზიარება:პასუხი