შეკითხვა #815
-
ერთ–ერთ წიგნში, რომელშიც მოთხრობილია ამ ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა ნათქვამია, რომ იგი თავის მეუღლეს მოიხსენიებდა სიტყვით “It”, რაც როგორც მოგეხსენებათ საშუალო სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელია და ქალბატონის მიმართ მისი გამოყენება რბილად, რომ ვთქვათ არ არის ლამაზი. თუმცა წიგნში აგრეთვე ნათქვამია, რომ მის მეზობლად ცხოვრობდა დისიდენტი სსრკ–დან, რომელთანაც ამ ცნობილ ადამიანს საკმაოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ამ ფაქტზე დაყრდნობით წიგნის ავტორი გამოთქვავს მოსაზრებას, რომ ზუსტად ეს იყო ამ ერთი შეხედვით ცინიკური მიმართვის მიზეზი. დაასახელეთ ცნობილი პიროვნება, რომელსაც ეძღვნება ზემოთხსენებული წიგნი.
პასუხი: ჯონ ლენონი კომენტარი: წიგნის ავტორი ვარაუდობს, რომ სსრკ–დან გაქცეული დისიდენტისგან, ლენონმა შეიტყო, რომ მისი მეუღლის გვარი “Оно”, რუსულად აღნიშნავს იგივეს, რასაც ინგლისური “It”. წყარო: ЖЗЛ №1110 «Джон Леннон» პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/815 გაზიარება:პასუხი