შეკითხვა #817
-
ყურადღება, კითხვაში საუბარი იქნება რეალურად არსებულ კუნძულზე! კუნძული ჯერბა, რომელიც განლაგებულია ხმელთაშუა ზღვაში, ტუნისის ნაპირებიდან 2 კმ–ში, ძალიან მდიდარია თავისი ფლორით. კუნძულზე გავრცელებულია მცენარე Nymphaea caerulea, რომლის ყვავილებს ფსიქოტროპული ზემოქმედება ახასიათებთ. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ Nymphaea caerulea–ს მეორე, ჩვენთვის უფრო კარგად ნაცნობი სახელწოდება.
პასუხი: ლოტოსი (ეგვიპტური ლოტოსი) კომენტარი: მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი ლოტოფაგების მითიური კუნძულის პროტოტიპი ზემოთხსენებული კუნძული ჯერბაა. როგორც “ოდისეადან” არის ცნობილი, ლოტოფაგები მიირთმევდნენ ლოტოსის ყვავილებს და რეალობის აღქმას კარგავდნენ. წყარო: www.vokrugsveta.ru/quiz/515/ პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/817 გაზიარება:პასუხი