შეკითხვა #818
-
ამ პროდუქციის წარმოების მხრივ დღეისათვის მსოფლიოში მეორე ადგილი, 1931 წელს ვინმე სიოძირო იშიბაშის მიერ დაარსებულ კომპანიას უკავია. ამავე პროდუქციის წარმოებაში კი ლიდერის პოზიცია უჭირავს 1889 წელს, ძმების ედუარის და ანდრეს მიერ საფრანგეთში დაარსებულ კომპანიას. დაასახელეთ ძმების, ედუარის და ანდრეს გვარი, თუ ცნობილია, რომ იაპონურად სიტყვა ბაში ნიშნავს “ხიდს”.
პასუხი: მიშლენი კომენტარი: ძმებმა ედუარ და ანდრე მიშლენებმა დააფუძნეს საბურავების მწარმოებელი კომპანია “Michelin” რომელსაც პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში. მეორე ადგილზე იმყოფება საბურავების მწარმოებელი იაპონური კომპანია “Bridgestone”, რომლის სახელწოდება მისი დამაარსებლის გვარის ინგლისურზე თარგმანს წარმოადგენს. წყარო: პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/818 გაზიარება:პასუხი