შეკითხვა #821
-
ქიმიური ელემენტი ტელური აღმოჩენილ იქნა 1782 წელს და მისი სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან “tellus” რაც დედამიწას ნიშნავს. 1817 წელს გამოჩენილმა შვედმა ქიმიკოსმა ბერცელიუსმა აღმოაჩინა მსგავსი ქიმიური თვისებების მქონე ახალი ელემენტი, რომელმაც მენდელეევის სისტემაში 34–ე ადგილი დაიკავა. მსგავსების გარდა აღსანიშნავია, რომ ბუნებაში ძალიან ხშირად ეს ელემენტი ტელურთან ერთად მოიპოვება, რამაც განაპირობა კიდეც მისი სახელწოდება. დაასახელეთ სახელწოდება, რომელიც ბერცელიუსმა მის მიერ აღმოჩენილ ელემენტს დაანათლა.
პასუხი: სელენი კომენტარი: სელენი (ბერძ. selene – მთვარე) მოიპოვება ტელურთან ერთად, ანუ ფაქტიურად მისი თანამგზავრია. წყარო: პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/821 გაზიარება:პასუხი