შეკითხვა #822
-
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე, ამერიკელი მწერლის, მაიკლ სუენვიკის ერთ–ერთი წიგნი შესდგება ასზე მეტი მინიატურისაგან. მეათე მინიატურაში, ავტორი საუბრობს ლას–ვეგასზე და მის განათებაზე. მეთოთხმეტეში საუბარია თანამეროვე ქალებზე, რომელთაც ავტორის აზრით ბუნებრივი სილამაზე აქვთ დაკარგული და ცდილობენ ხელოვნური გზებით მოაწონონ მამაკაცებს თავი. მეჩვიდმეტეში საუბარია იმაზე, თუ როგორ ებრძვიან მეცნიერები საცურაო აუზში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს. დაასახელეთ პიროვნება, რომლის ნაშრომის საფუძველზეც მაიკლ სუენვიკმა შექმნა თავისი წიგნი.
პასუხი: მენდელეევი კომენტარი: წიგნი ეძღვნება 118 ქიმიურ ელემენტს. მეათე – ნეონი, მეთოთხმეტე – სილიციუმი, მეჩვიდმეტე – ქლორი. წყარო: Майкл Суэнвик, «Периодическая таблица научной фантастики» პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/822 გაზიარება:პასუხი