შეკითხვა #824
-
XVIII საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მწერალი ქალი, შარლოტა აისე წარმოშობით იყო ჩერქეზი თავადის ოჯახიდან, რომლის სასახლის ძარცვის დროს, თურქებმა ბავშვი გაიტაცეს და სტამბოლის ბაზარში მიჰყიდეს ფრანგ დიპლომატს. რუსულმა ჟურნალმა «Совершенно секретно» ამ ფაქტს მიუძღვნა სტატია, რომლის სათაურის პირველი ნაწილი ემთხვევა 1966 წელს შექმნილი ნაწარმოების სათაურის პირველ ნაწილს. დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.
პასუხი: ლეონიდ გაიდაი კომენტარი: სტატიას ერქვა «Кавказская пленница или Тайна мадемуазель Аиссе». 1966 წელს ლეონიდ გაიდაიმ გადაიღო ფილმი «Кавказская пленница, или Новые приключения Шурика» წყარო: პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/824 გაზიარება:პასუხი