შეკითხვა #825
-
შესაძლებელია ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის რა არის პორფირია. ეს არის ძალზედ იშვიათი დაავადება, რომელიც გამოწვეულია გენური პათოლოგიით. ამ სენით დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ კანის გაფერმკრთალება და დანაოჭება. გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყება დაჩირქება და ზედაპირი იფარება წყლულებით. მყესების დეფორმირების შედეგად თითები იბრიცება. აგრეთვე დეფორმაციას განიცდის ცხვირი და ყურები. დაასახელეთ XV საუკუნეში მოღვაწე ისტორიული პირი, რომელიც მეცნიერთა აზრით ზუსტად ამ სენით იყო დაავადებული.
პასუხი: ვლად ცეპეში (დრაკულა) კომენტარი: ვარაუდობენ, რომ ზუსტად ეს დაავადება იყო მიზეზი იმ მისტიციზმისა, რომელიც მიეწერება ცნობილ გრაფს. აღსანიშნავია, რომ პორფირიით დაავადებული ხალხი განიცდის აუტანელ ტკივილს მზის სინათლეზე. წყარო: www.vokrugsveta.ru/quiz/189 პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/825 გაზიარება:პასუხი