შეკითხვა #826
-
ევროპაში მდებარე ერთი ნახევრადდანგრეული ნაგებობიდან დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ქვები საშენ მასალად. ამ ვანდალიზმის აღკვეთა რომის პაპმა ბენედიქტ XIV მხოლოდ მე–18 საუკუნეში მოახერხა. მან გამოსცა ბრძანება, რომლითაც აღიარებდა ამ ადგილს წმინდად, რადგან აქ უამრავი ქრისტიანი აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით. კითხვა: დაასახელეთ ეს ნაგებობა!
პასუხი: კოლიზეუმი კომენტარი: ნახევრად დანგრეული კოლიზეუმიდან სხვადასხვა მშენებლობებისთვის მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში გაჰქონდათ საშენი მასალა. გამომდინარე იქიდან, რომ რომის იმპერიის დროს აქ უამრავი ქრისტიანი დახოცეს, რომის პაპმა ბენედიქტ XIV კოლიზეუმი წმინდა ადგილად გამოაცხადა და იქიდან ნებისმიერი საშენი მასალის გადატანა აკრძალა. წყარო: 50 знаменитых городов мира; авторы: В.Скляренко, Я.Батий, Т.Иовлева, О.Исаенко. Харков 2005г. სტატიის სათაური - „რომი“ პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/826 გაზიარება:პასუხი