თბილისის 37-ე ჩემპიონატი
I ტური
I ლიგა
12 ოქტომბერი, 2008
-
შეკითხვა #826 © პაპუნა პაპიაშვილი
ევროპაში მდებარე ერთი ნახევრადდანგრეული ნაგებობიდან დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ქვები საშენ მასალად. ამ ვანდალიზმის აღკვეთა რომის პაპმა ბენედიქტ XIV მხოლოდ მე–18 საუკუნეში მოახერხა. მან გამოსცა ბრძანება, რომლითაც აღიარებდა ამ ადგილს წმინდად, რადგან აქ უამრავი ქრისტიანი აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით. კითხვა: დაასახელეთ ეს ნაგებობა!
პასუხი: კოლიზეუმი კომენტარი: ნახევრად დანგრეული კოლიზეუმიდან სხვადასხვა მშენებლობებისთვის მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში გაჰქონდათ საშენი მასალა. გამომდინარე იქიდან, რომ რომის იმპერიის დროს აქ უამრავი ქრისტიანი დახოცეს, რომის პაპმა ბენედიქტ XIV კოლიზეუმი წმინდა ადგილად გამოაცხადა და იქიდან ნებისმიერი საშენი მასალის გადატანა აკრძალა. წყარო: 50 знаменитых городов мира; авторы: В.Скляренко, Я.Батий, Т.Иовлева, О.Исаенко. Харков 2005г. სტატიის სათაური - „რომი“ ბმული: http://moazrovne.net/q/826პასუხი -
შეკითხვა #827 © პაპუნა პაპიაშვილი
1859 წელს, როდესაც ბრიტანეთის პარლამენტში 16 ტონიანი ნივთი მიიტანეს, ლორდმა ბენჯამინ ჰოლმა შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა ამასთან დაკავშირებით. შედეგად, იუმორისტულ მოტივებზე დაყრდნობით, პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ ამ ლორდის მეტსახელი ზედგამოჭრილი იქნებოდა ამ 16 ტონიანი ნივთისთვის. მაშ რა საგანი, რა ნივთი მიიტანეს პარლამენტში?
პასუხი: ზარი კომენტარი: ბიგ ბენი ზარს ჰქვია და არა საათს, როგორც ეს უმრავლესობას ჰგონია. წყარო: Столицы Мира. Е.О.Чекулаева. Москва 2004. სტატიის სათაური - „ლონდონი“ ბმული: http://moazrovne.net/q/827პასუხი -
შეკითხვა #828 © პაპუნა პაპიაშვილი
იმისათვის, რომ ტროას ომში არ წასულიყო, ოდისევსმა სიგიჟე მოიგონა. დაიწყო მიწის ხვნა და ხნულებში მარილის თესვა. ტყუილში იგი ევბეის მეფე პალამედემ ამხილა. მან ნაპირიდან მე-10 ხნულში მისი შვილი, ტელემაქე ჩააწვინა და ამით მან არამარტო ოდისევსის ტყუილი გამოააშკარავა, არამედ იწინასწარმეტყველა... რა იწინასწარმეტყველა ევბეის მეფე პალამედემ?
პასუხი: ტროას ომის ხანგრძლივობა კომენტარი: ტროას ომი 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. წყარო:- ჰომეროსის ილიადა.
- en.wikipedia.org/wiki/Odysseus
პასუხი -
შეკითხვა #829 © ინგა გოგიტიძე
2006 წელს გაზეთ „აჭარა“–ში გამოქვეყნდა ტესტი, რომელიც მაგალითისათვის შეიცავდა შემდეგ კითხვებს:
— გიყვარდათ თუ არა ბავშვობაში თანატოლთათვის ფეხის დადება?
— მიგაჩნიათ თუ არა, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, მაგრამ არსებობს არასაკმარისი თანხა?
— გიყვართ ზღაპრების მოყოლა?
— შეგიძლაით თუ არა დიდხანს, გამართულად და გაუგებრად საუბარი?
კითხვა: დამისახელეთ ამ ტესტის სათაური! (აზრობრივად)პასუხი: „შეგიძლაით თუ არა, გახდეთ პოლიტიკოსი?“ წყარო: გაზეთი „აჭარა“ ბმული: http://moazrovne.net/q/829პასუხი -
შეკითხვა #830 © პაპუნა პაპიაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ცუდ განწყობასთან ასოცირდება, ამ 156 მ სიგრძის ნაგებობას ხალხი საკუთარი სურვილების აღსრულებასთან აკავშირებს და ერთობ გამორჩეული ფორმით ითხოვენ მისგან წადილის შესრულებას. აზიის რომელ ქალაქშია განლაგებული ეს ნაგებობა?
პასუხი: იერუსალიმი კომენტარი: ნათქვამია, გოდების კედელს რომ მასში ჩარჭობილი სურვილები გამოაძრო ის დაიშლებაო. ხალხი ფურცლებზე დაწერილ თავის სურვილების გოდების კედელში არჭობს და ამით სურს წადილის ახდენა. წყარო: Столицы Мира. Е.О.Чекулаева. Москва 2004. სტატიის სათაური - ”თელავივი და იერუსალიმი” ბმული: http://moazrovne.net/q/830პასუხი -
შეკითხვა #831 © პაპუნა პაპიაშვილი
ძველად არსებობდა მეომართა კატეგორია, რომელიც მათი იარაღის მიხედვით სლინგერებად იწოდება. ქართველ მეომრებს იგივე იარაღის ეფექტურად გამოყენებისათვის საგანგებო აბგა-ჯიბეები ჰქონდათ, რომელთაც ტავარჯუხები ეწოდებოდათ. რის გადატანას აადვილებდნენ ტავარჯუხები მეომართათვის?
პასუხი: (შურდულის) ქვების კომენტარი: სლინგერი ნიშნავს შურდულის მტყორცნს, SLING - შურდულს. შესაბამისად ქართველებს შურდულის ქვების გადასაზიდად აბგა-ჯიბეები ჯქონდათ, რომელსაც ტავარჯუხები ეწოდებოდა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Sling_(weapon) ბმული: http://moazrovne.net/q/831პასუხი -
შეკითხვა #832 © პაპუნა პაპიაშვილი
არგეტინაში გამგზავრებული სებასტიან კაბოტის ექსპედიცია პარაგვაის მიმარტულებით მიიწევდა კონტინენტის სიღრმეში. გზად შემხვედრმა ინდიელებმა ექსპედიციის წევრებს ლითონისგან დამზადებული სამკაულები აჩუქეს. ამ სამკაულების მიხედვით კაბოტმა სახელი მისცა მათ მიერ განვლილ საწყლოსნო გზას. რა უწოდა სებასტიან კაბოტის ექსპედიციამ განვლილ საწყლოსნო გზას?
პასუხი: (რიო დე) ლა–პლატა კომენტარი: ვერცხლის მდინარე. ინდიელების მიერ მიცემული ვერცხლის სამკაულებისა და სხვადასხვა ნივთების გამო ექსპედიტორებმა მდინარეს სწორედ ვერცხლის უწოდეს. წყარო:- 50 знаменитых городов мира; авторы: В.Скляренко, Я.Батий, Т.Иовлева, О.Исаенко. Харков 2005г. სტატიის სათაური - ”ბუენოს-აირესი”
- ru.wikipedia.org/wiki/Рио-де-Ла-Плата
პასუხი -
შეკითხვა #833 © პაპუნა პაპიაშვილი
მას 9-ჯერ უთხრეს „აღარასოდეს“, ბოლოს კი თვითონაც ასე ამთავრებს. უსაზღვროა კაცის ფანტაზია, მითუმეტეს თუ კოკაინის ზემოქმედებისას ეწევი შემოქმედებით საქმიანობას. თქვენი ამოცანაა მიხვდეთ თუ ვის უთხრა ათენას ბიუსტზე შემომჯდარმა შავმა არსებამ 9-ჯერ სიტყვა – „აღარასოდეს“...
პასუხი: ედგარ ალან პოს კომენტარი: არსება რომელიც დეტექტივისტის ფანტაზიით მას პასუხად ”აღარასოდესს” ეუბნებოდა ყორანი იყო. ნაწარმოები, რომელიც მან კოკაინის ზემოქმედების ქვეშ შექმნა. ბმული: http://moazrovne.net/q/833პასუხი -
შეკითხვა #834 © პაპუნა პაპიაშვილი
ამის რამდენიმე სახეობა არსებობს: კოპტური, იერუსალიმური, ბერძნული, ლათინური და სხვ. არის კიდევ ორი წმინდანი, რომელთა სახელებთანაც დაკავშირებულია ამის კიდევ 2 სახეობა. ერთი ქართველთათვის კარგად ცნობილია, მეორე კი ცნობილია უფრო იმათთვის, ვინც დაინტერესებულია ვექსილოლოგიით. დაასახელეთ ეს ორი წმინდანი!
პასუხი: წმინდა ნინოს და წმინდა ანდრიას ჯვრები კომენტარი: საუბარი იყო ზოგადად ჯვრის სახეებზე, რომლებიც ყველაზე გამორჩეულები და განსხვავებულები არიან ფორმებით და მოყვანილობით. წმინდა ნინოს ჯვრის ფორმა, რომ უნიკალურია ვიცით, წმინდა ანდრიას ჯვარი კი ცნობილი უნდა იყოს ყველასთვის ვინც დაინტერესებულია დროშების შესწავლით რადგან ეს ირიბი ჯვარი გამოსახულია, როგორც შოტლანდიის დროშაზე, ასევე დიდი ბრიტანეთის დროშაზეც Union Jack-ზე. ასევე წარმოადგენს რუსეთის საზღვაო ფლოტის დროშის მთავარ შემადგენელ ატრიბუტსაც. წყარო: მითოლოგია. ავტორ-შემდგენლები: ზურაბ კიკნაძე; ნანა ტონია. ლოგოს პრესი 2004წ. სტატიის სათაური - ”ჯვარი” ბმული: http://moazrovne.net/q/834პასუხი -
შეკითხვა #835 © პაპუნა პაპიაშვილი
ერთხელ ზევსმა იხმო ხელოვანი ჰეფესტო და ღვთაებრივი სილამაზის ქალის შექმნა უბრძანა. ათენამ ამ ქალს უზადო ხელსაქმე ასწავლა, აფროდიტემ მაცდურობა და მომხიბვლელობა მიანიჭა, ჰერმესისგან მან მზაკვრული ხასიათი და დარწმუნების ძალა მიიღო. შემოსეს იგი ზღაპრული ოქროცურვილით, შეამკეს ყვავილებით და ყველასგან დასაჩუქრებული უწოდეს. სინამდვილეში ის ზევსის შურისძიების იარაღი უნდა ყოფილიყო. კითხვა: როგორ ჟღერს ბერძნულად „ყველასგან დასაჩუქრებული“? (ერთი სიტყვა)
პასუხი: პანდორა კომენტარი: ამ ქალს როგორც ყველამ ვიცით მიეცა ასევე ყუთი, რომელიც ცნობისმოყვარეობით იქნა გახსნილი, რის შედეგადაც უამრავი ავადმყოფობა და უბედურება მოედო სამყაროს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Pandora ბმული: http://moazrovne.net/q/835პასუხი -
შეკითხვა #837 © პაპუნა პაპიაშვილი
ავსტრალიური მითი მოგვითხრობს. თავიდან ცა და მიწა ისე ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ხეები ვერ იზრდებოდნენ და ადამიანებიც მიწაზე გართხმულნი დახოხავდნენ. გამოჩნდა ერთი ბრძენკაცი, მან კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა ცას შეუდგა და ცა მაღა აისროლა. ადამიანებიც წამოდგნენ და ხეებმაც იწყეს ზრდა. მაგრამ კვერთხმა ცის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ფორმა იცვალა, ასე გაჩნდა პირველი... რა?
პასუხი: ბუმერანგი კომენტარი: *
ხე (კვერთხი) გაიღუნა და მიიღო ბუმერანგის ფორმა. ეს ნივთი ავსტრალიური წარმოშობისაა და საუკუნეთა განმავლობაში აბორიგენთა მთავარ იარაღს წარმოადგენდა. წყარო: Сказки Народов Мира. Москва. 1987. სტატიის სათაური - ”როგორ გაუჩნდათ ავსტრალიელებს ბუმერანგი” ბმული: http://moazrovne.net/q/837პასუხი -
შეკითხვა #838 © პაპუნა პაპიაშვილი
იერუსალიმში, სიონის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს ეკლესია, რომელსაც ეწოდება გალიკანტე. ეს ეკლესია წმინდა პეტრეს სახელობისაა. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ეკლესია სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც პეტრეს შემოესმა… რა შემოესმა (ორი სიტყვა)?
პასუხი: მამლის ყივილი, მას შემდეგ რაც სამჯერ უარყო ქრისტე კომენტარი: გალიკანტე სიტყვა სიტყვით ითარგმნება, როგორც მამლის ყივილი. წყარო: Столицы Мира. Е.О.Чекулаева. Москва 2004. სტატიის სათაური - ”თელავივი და იერუსალიმი” ბმული: http://moazrovne.net/q/838პასუხი -
შეკითხვა #839 © პაპუნა პაპიაშვილი
არგენტინის დედაქალაქის რთულად წარმოსათქმელი გრძელი სახელი შემდეგნარიად ითარგმნება, ქალაქი წმინდა სამების და პორტი ღვთისმშობლის წმინდა ქალწული მარიამის, რომელიც მფარველობს ”ბუენოს აირესს”. კითხვა: რის მფარველად გამოაცხადეს ღვთისმშობელი ექსპედიციის წევრებმა, თუკი დავამატებთ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ბუენოს აირესი კარგ ჰაერს ნიშნავს!
პასუხი: ზურგქარის (უბრალოდ ქარიც ითვლება) კომენტარი: ექსპედიციის წევრებმა, რომლებიც რა თქმა უნდა არგენტინაში გემით ჩავიდნენ და იქიდანაც გემით აპირებდნენ ესპანეთში დაბრუნებას, ღვთისმშობელი ზურგის ქარის მფარველად გამოაცხადეს. წყარო: Столицы Мира. Е.О.Чекулаева. Москва 2004. სტატიის სათაური - ”ბუენოს-აირესი” ბმული: http://moazrovne.net/q/839პასუხი -
შეკითხვა #840 © პაპუნა პაპიაშვილი
კოლიზეუმში მაყურებელთათვის ადგილები მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრებოდა. მდაბიო ფენისთვის განკუთვნილ ლოჟებს „რუმა“ ეწოდებოდა, საშუალო ფენის მოქალაქეთათვის განკუთვნილ ადგილს - „ცივის“. იყო ცალკე ადგილი იმპერატორისა და ნობილიტეტის სხვა წევრებისთვისაც. დღეს აქ მოსახვედრად არ არის საჭირო კეთილშობილობა, არამედ სხვა, თუნდაც იმ ფიზიკური პარამეტრების ქონა, რომელთა ნამრავლიც 486 000-ია. მაშ, რა ეწოდებოდა ზემოხსენებულ ლოჟას?
პასუხი: პოდიუმი კომენტარი: 90x60x90-ს თუ გამრავლებად წარმოვიდგენთ, მათი ნამრავლი 486 000–ია. პოდიუმი კი ის ადგილია, რასთანაც ასეთი მონაცემები პირდაპირ ასოცირდება. წყარო: 50 знаменитых городов мира; авторы: В.Скляренко, Я.Батий, Т.Иовлева, О.Исаенко. Харков 2005г. სტატიის სათაური - ”რომი” ბმული: http://moazrovne.net/q/840პასუხი
- პაკეტის კომენტარები: