შეკითხვა #827
-
1859 წელს, როდესაც ბრიტანეთის პარლამენტში 16 ტონიანი ნივთი მიიტანეს, ლორდმა ბენჯამინ ჰოლმა შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა ამასთან დაკავშირებით. შედეგად, იუმორისტულ მოტივებზე დაყრდნობით, პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ ამ ლორდის მეტსახელი ზედგამოჭრილი იქნებოდა ამ 16 ტონიანი ნივთისთვის. მაშ რა საგანი, რა ნივთი მიიტანეს პარლამენტში?
პასუხი: ზარი კომენტარი: ბიგ ბენი ზარს ჰქვია და არა საათს, როგორც ეს უმრავლესობას ჰგონია. წყარო: Столицы Мира. Е.О.Чекулаева. Москва 2004. სტატიის სათაური - „ლონდონი“ პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/827 გაზიარება:პასუხი