შეკითხვა #829
-
2006 წელს გაზეთ „აჭარა“–ში გამოქვეყნდა ტესტი, რომელიც მაგალითისათვის შეიცავდა შემდეგ კითხვებს:
— გიყვარდათ თუ არა ბავშვობაში თანატოლთათვის ფეხის დადება?
— მიგაჩნიათ თუ არა, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, მაგრამ არსებობს არასაკმარისი თანხა?
— გიყვართ ზღაპრების მოყოლა?
— შეგიძლაით თუ არა დიდხანს, გამართულად და გაუგებრად საუბარი?
კითხვა: დამისახელეთ ამ ტესტის სათაური! (აზრობრივად)პასუხი: „შეგიძლაით თუ არა, გახდეთ პოლიტიკოსი?“ წყარო: გაზეთი „აჭარა“ პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/829 გაზიარება:პასუხი