შეკითხვა #835
-
ერთხელ ზევსმა იხმო ხელოვანი ჰეფესტო და ღვთაებრივი სილამაზის ქალის შექმნა უბრძანა. ათენამ ამ ქალს უზადო ხელსაქმე ასწავლა, აფროდიტემ მაცდურობა და მომხიბვლელობა მიანიჭა, ჰერმესისგან მან მზაკვრული ხასიათი და დარწმუნების ძალა მიიღო. შემოსეს იგი ზღაპრული ოქროცურვილით, შეამკეს ყვავილებით და ყველასგან დასაჩუქრებული უწოდეს. სინამდვილეში ის ზევსის შურისძიების იარაღი უნდა ყოფილიყო. კითხვა: როგორ ჟღერს ბერძნულად „ყველასგან დასაჩუქრებული“? (ერთი სიტყვა)
პასუხი: პანდორა კომენტარი: ამ ქალს როგორც ყველამ ვიცით მიეცა ასევე ყუთი, რომელიც ცნობისმოყვარეობით იქნა გახსნილი, რის შედეგადაც უამრავი ავადმყოფობა და უბედურება მოედო სამყაროს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Pandora პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/835 გაზიარება:პასუხი