შეკითხვა #837
-
ავსტრალიური მითი მოგვითხრობს. თავიდან ცა და მიწა ისე ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ხეები ვერ იზრდებოდნენ და ადამიანებიც მიწაზე გართხმულნი დახოხავდნენ. გამოჩნდა ერთი ბრძენკაცი, მან კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა ცას შეუდგა და ცა მაღა აისროლა. ადამიანებიც წამოდგნენ და ხეებმაც იწყეს ზრდა. მაგრამ კვერთხმა ცის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ფორმა იცვალა, ასე გაჩნდა პირველი... რა?
პასუხი: ბუმერანგი კომენტარი: *
ხე (კვერთხი) გაიღუნა და მიიღო ბუმერანგის ფორმა. ეს ნივთი ავსტრალიური წარმოშობისაა და საუკუნეთა განმავლობაში აბორიგენთა მთავარ იარაღს წარმოადგენდა. წყარო: Сказки Народов Мира. Москва. 1987. სტატიის სათაური - ”როგორ გაუჩნდათ ავსტრალიელებს ბუმერანგი” პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/837 გაზიარება:პასუხი